ტესტები

შედიხართ ჭკვიანების რიცხვში?

№48

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.12, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანი ჭკვიანად რომ მიიჩნიონ, მხოლოდ IQ ტესტში მიღებული მაღალი ქულა არ არის საკმარისი. მათ, ასევე, უნდა ახასიათებდეთ ცნობისმოყვარეობა და კარგი იუმორის გრძნობა.

წარმოგიდგენთ ტესტს – ჭკვიანი ადამიანების 8 საერთო თვისებას. თუ ხუთს მაინც აკმაყოფილებთ, ჭკვიანი ყოფილხართ!

ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ👇

1. სწრაფი ადაპტაცია – ინტელექტუალური ადამიანები მოქნილები არიან და შეუძლიათ, განვითარდნენ სხვადასხვა ტიპის გარემოში. ჭკვიანები ადვილად ახერხებენ, შეცვალონ საკუთარი ქცევა იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტურად გაართვან თავი ირგვლივ შექმნილ სიტუაციას.

2. გააცნობიერონ, რამდენი რამ არ იციან – ჭკვიან ადამიანს არ ეშინია თქვას: „არ ვიცი“. და თუ არ იცის, შეუძლია, ისწავლოს. რაც უფრო ნაკლებად ჭკვიანია ადამიანი, უფრო გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს.

3. ყველაფრით დაინტერესდნენ – ანუ ძალიან ცნობისმოყვარეები არიან.

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „მე არ ვფლობ რაიმე სახის განსაკუთრებულ ნიჭს, მე მხოლოდ უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ვარ“. ანუ, ჭკვიან ადამიანებს იზიდავთ და იკვლევენ ისეთ რამეებს, რასაც სხვები სათანადოდ არ აფასებენ.

4. წაიკითხონ ბევრი და ყველაფერი – ჭკვიანი ადამიანები კითხვისკენ არიან მიდრეკილნი. მსოფლიოში ცნობილი ძალიან წარმატებული ადამიანები, მათ შორის ბილ გეითსი, ოპრა უინფრი, ამბობენ, რომ ისინი განათლებას იღებენ იმით, რომ კითხულობენ ყველაფერს, რაც მათ ხელში მოხვდება.

5. იპოვონ საინტერესო სიახლე – ჭკვიანი ადამიანები კარს არ უხურავენ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს. ისინი გახსნილები არიან ალტერნატიული გადაწყვეტილებებისთვის.

6. დარჩნენ საკუთარ თავთან – ჭკვიანი ადამიანი, როგორც წესი, ნაკლებ სიამოვნებას იღებს მეგობრებთან ურთიერთობით. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ურჩევნიათ.

7. აქვთ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ... და მათ მოსწონთ შავი იუმორი – ჭკვიან ადამიანებს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. ძალიან მოსწონთ და კარგად ესმით „შავი იუმორი“.

8. თანაგრძნობით ეკიდებიან სხვა ადამიანების პრობლემებს – ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ, შეიგრძნონ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ სხვები. ემპათია – უნარი თანაუგრძნო სხვებს და ამის შესაბამისად იმოქმედო, ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...