ტესტები

შეამოწმეთ თქვენი ნებისყოფა

№16

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.04

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო ტესტია. ილუსტრაციაზე გამოსახულია კატა, რომელიც თათს ილოკავს. ამავე ნახატზე პატარა თაგვიც შეგიძლიათ დაინახოთ. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად, როცა ამ სურათს შეხედეთ?

შედეგები:

•კატა

თუ პირველად ნახატზე კატა დაინახეთ, ძალიან ჯიუტი ხართ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ გაშინებთ. ყველაფრის მიუხედავად, ოცნებისკენ სვლას არ წყვეტთ. როგორი სირთულეების გადალახვაც არ უნდა მოგიწიოთ, გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. ადამიანები თქვენს ძალას გრძნობენ და თქვენთან ყოფნა უნდათ.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი ნებისყოფის თვისებები ხალისიან ადამიანში მშვენივრად თანაარსებობს. ხშირად კარგ განწყობაზე ხართ. მეგობრები გონებამახვილ და სასიამოვნო ადამიანად მიგიჩნევენ. რა თქმა უნდა, როცა ცხოვრებაში უსიამოვნებები ხდება, არ გიხარიათ, მაგრამ სულით არ ეცემით. ცხვირის ჩამოშვება თქვენი ნამდვილად არაა.

•თაგვი

პირველად თაგვი დაინახეთ? – საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ხართ. თქვენს საიდუმლოებებს ყველას არ უმხელთ. მეგობრებმაც კი არაფერი იციან თქვენი განცდების შესახებ. გულის გადაშლა თქვენთვის უჩვეულოა, ყველაფერს ინახავთ, რადგან ხალხთან გახსნა გაშინებთ.

ამის მიუხედავად, ძალიან თავდაჯერებული ხართ. თქვენთვის ნორმალურია მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა. არ ხართ მიჩვეული ვინმესგან დახმარების მიღებას. ხალხი აღფრთოვანებულია მიზნების მიღწევის თქვენი უნარით და სწორედ ამიტომ, რჩევისთვის ხშირად მოგმართავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული