საკუთარი თავის შესაცნობად
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 07.07
სურათებიანი ტესტები ყველაზე მოკლე გზაა საკუთარი თავის შესაცნობად. ამ მარტივი, ვიზუალური ტესტის დახმარებით, შეიტყობთ თქვენს ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობას.
სურათს ყურადღებით დააკვირდით და მოწონებული კვადრატი აირჩიეთ.
1. უზრუნველი, მხიარული და ანცი
თქვენი დევიზია: „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“ახალი შთაბეჭდილებებისა და სიყვარულში ცვლილებებისთვის მზად ხართ. თქვენ გარემოს სწავლობთ და სიურპრიზებით სიამოვნებას იღებთ.
2. დამოუკიდებელი, მოაზროვნე და უნიკალური
ყოველთვის საღ აზრზე ხართ. არ აღიარებთ შეზღუდვებს, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. გაქვთ მხატვრული შესაძლებლობები, რასაც სამსახურში ან თავისუფალ დროს ავლენთ. ბედნიერად ცხოვრობთ მაშინაც კი, თუ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს.
3. ამრეკლავი, მგრძნობიარე, საკუთარ თავსა და სამყაროზე ფიქრებში ჩაძირული
ზედაპირული ადამიანები არ გიყვართ. გირჩევნიათ, მარტო იყოთ, ვიდრე უაზრო საუბარი აიტანოთ. ხანგრძლივი მარტოობა ხელს არაფერში გიშლით.
4. ცოცხალი, დაბალანსებული და ჰარმონიული
ბუნებრიობას და სიმარტივეს აფასებთ. თქვენთან ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მიწაზე მყარად დგახართ და შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეთ. ბანალურობა არ გიყვართ. მოდის ტენდენციებს სკეპტიკურად უყურებთ. ელეგანტური სტილის ტანსაცმელი მოგწონთ.
5. პრაგმატული პროფესიონალი და თავდაჯერებული
პრობლემებს მარტივად, ყოველგვარი სირთულის გარეშე აგვარებთ. ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს რეალისტურად უყურებთ და იღებთ. ადამიანები გენდობიან და ეს ბუნებრივია.
6. მშვიდი, ჭკვიანი და არა აგრესიული
მარტივად შედიხართ ურთიერთობაში, მაგრამ ძალიან ფრთხილი ხართ. დროდადრო ყველაფრისგან დასვენება და საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებათ, რომ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ და მარტოობით დატკბეთ. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში იმყოფებით და აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გაძლევთ.
7. თავდაჯერებული ანალიტიკოსი, რომლის ნდობაც შეიძლება
მგრძნობიარე ბუნება ჭეშმარიტი ღირებულების შეცნობაში გეხმარებათ. ნელ-ნელა ირგვლივ ნამდვილ მარგალიტებს იკრებთ, რომელთა ამოცნობა ყველას არ შეუძლია. განსაკუთრებული სტილი გაქვთ.
8. რომანტიკული, მეოცნებე და ემოციური
ძალიან მგრძნობიარე ხართ. სამყაროს რაციონალურად შეფასებაზე უარს აცხადებთ. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც გრძნობები გეუბნებათ. თქვენთვის ოცნება მნიშვნელოვანია. არაფერს იღებთ, რამაც თქვენი მრავალფეროვანი გრძნობები შეიძლება შეზღუდოს.
9. დინამიკური, აქტიური და ექსტროვერტი
მზად ხართ, რომ გარისკოთ და საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურის სანაცვლოდ, საკუთარ თავზე სერიოზული პასუხისმგებლობა აიღოთ. თქვენ რუტინა გთიშავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან