ტესტები

რომელ შოკოლადს ირჩევთ

№1

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 14.01

ტესტი
დაკოპირებულია

შოკოლადი არა მარტო ყველაზე გემრიელი სასუსნავია, მას ადამიანებისთვის ბედნიერებაც მოაქვს, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. იმის გასარკვევად, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები ამა თუ იმ სახეობის შოკოლადს, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ არჩევანმა შეიძლება, ადამიანის ხასიათი გამოავლინოს.

• შავი შოკოლადი

ბუნებრივ შავ შოკოლადს უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან. ისინი ბუნებით ლიდერები არიან და ყველაფრის კონტროლი მოსწონთ. შავი შოკოლადის მოყვარულები მომავალს, რომელსაც თავად ქმნიან, შიშის გარეშე უყურებენ და ზოგჯერ აგრესიულებიც კი არიან. მათი ხელმძღვანელობით ნებისმიერი გუნდი წარმატებას აღწევს. მათი დევიზი მოქმედება და შედეგია.

• რძიანი შოკოლადი

რძიან შოკოლადს მგრძნობიარე და მელანქოლიისკენ მიდრეკილი მეოცნებეები ირჩევენ. ასეთ ადამიანებს პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ ან ცდილობენ, სერიოზული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადონ. რძიანი შოკოლადი, ძირითადად, ისეთ ადამიანებს უყვართ, რომლებიც მზად არიან, განსაცდელის დროს გაგამხნეონ და მოსიყვარულე მზერით დაგამშვიდონ. ეს ადამიანები საკუთარ ოცნებებში, ხვალინდელი დღის დაგეგმვის გარეშე ცხოვრობენ.

• თეთრი შოკოლადი

თეთრი შოკოლადის მოყვარულები მშვიდობისმყოფელებად იბადებიან. სამართლიანობისთვის იბრძვიან და გულწრფელად სწამთ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. თეთრი შოკოლადის მოყვარულები ნამდვილი მეგობრების არიან. მათ სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების და გამოუსწორებელი რომანტიკოსებიც არიან და ოჯახური იდილიისკენ ისწრაფვიან.

• შოკოლადი თხილით

თხილიანი შოკოლადი მტკიცე და პრინციპული ადამიანების არჩევანია, რომლებიც სირთულეების გადალახვის პროცესით ტკბებიან. მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი აქვთ და მისი მიღწევის გზებსაც ხედავენ. ამასთან, დახვეწილი მანიპულატორები არიან, რომლებსაც ადამიანების დარწმუნება შეუძლიათ. ერთ ადგილზე არასოდეს სხედან და არც სხვას აძლევენ ამის საშუალებას. ნებისმიერ პრობლემას სწრაფად წყვეტენ და არასოდეს იწყენენ.

• შოკოლადი შიგთავსით

ასეთი შოკოლადი მეოცნებე და შემოქმედებით ადამიანებს უყვართ. ისინი კომუნიკაბელური, მოღიმარი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანები არიან. აფასებენ ოჯახურ ურთიერთობებს და საყვარელ ადამიანებზე მუდმივად ზრუნავენ. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ბავშვებად რჩებიან.

• შოკოლადი ყავის შიგთავსით

შოკოლადის ამ სახეობას ფეთქებადი ხასიათის, მოუთმენელი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც სწრაფად ბრაზდებიან, მაგრამ მალევე მშვიდდებიან. მათი დევიზია „აქ და ახლა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული