ტესტები

თქვენი დომინანტური ხასიათი

№21

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

როგორ ბლოკავთ ტელეფონს? იყენებთ გრაფიკულ გასაღებს, პინკოდს თუ თითის ანაბეჭდს? აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და გაიგეთ მეტი თქვენი დომინანტური ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

გრაფიკული გასაღები

თუ თქვენ გირჩევნიათ ტელეფონის დაბლოკვა გრაფიკული გასაღების გამოყენებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აერთიანებთ კრეატიულობასა და პრაგმატიზმს. ეძებთ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს შემოქმედებას გამოავლენს. გაქვთ ინდივიდუალობის ძლიერი გრძნობა, კარგად განვითარებული ინტუიცია და ბევრი არატრადიციული იდეა. ხშირად ავლენთ თვითგამოხატვის ძლიერ სურვილს და თქვენი მოქნილი ბუნება აშკარაა ცხოვრების ბევრ ასპექტში, ურთიერთობებსა და კარიერაში. დიდი ალბათობით, თქვენ ექსტრავერტი ხართ;

პინი

თუ PIN კოდს იყენებთ თქვენი ტელეფონის ჩასაკეტად, ეს აჩვენებს, რომ თქვენ ასხივებთ ორგანიზებულობისა და დისციპლინის აურას. ხართ საკმაოდ დეტალური და დეტალებზე ორიენტირებული. მიდრეკილი ხართ მეთოდურად და სისტემატიურად მიუდგეთ პრობლემის გადაჭრას და დატკბეთ თვითკონტროლით. სერიოზულად ეკიდებით თქვენს პირად ცხოვრებას. არაფერს ამბობთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ – ყველაფერს საკუთარ თავში ინახავთ და შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს სხვებთან გახსნას, ამიტომ ხშირად დაძაბული და მიუწვდომელი ჩანხართ.

თითის ანაბეჭდი

თუ იყენებთ თითის ანაბეჭდს თქვენი ტელეფონის დასაბლოკად, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ თავდაჯერებული და თვითკმარი. ძალიან კომუნიკაბელური და კომფორტულად გრძნობთ თავს საზოგადოებაში. დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში და არ გაწუხებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. იღებთ სწრაფ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს. ნამდვილად გიყვართ თქვენი დამოუკიდებლობა და ფიქრობთ, რომ მარტო დროის გატარება სასარგებლოა. უპირველეს ყოვლისა, აფასებთ საკუთარ აზრს და არ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული ხართ, თანაც ძალიან რაციონალური.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი