ტესტები

როგორი პიროვნება ხართ

№51

ავტორი: ელენე წულუკიძე 12:00 27.12, 2020 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებს როგორი პიროვნება ხარ? მიყევი სახალისო ტესტს „თბილისელებისგან“ და გაიგე მეტი შენს შესახებ👇

 

დაფიქრდით და ამოირჩიეთ ხე, რომელსაც თქვენს ბაღში დარგავდით და სიყვარულით მოუვლიდით:

1. ვერცხლისფერი ნაძვი;
2. ვერხვის ხე – ფოთლოვანი;
3. ტირიფი;
4. ბროწეულის ხე;
5. ლიმონის ხე;
6. მწვანე ბუჩქოვანი ჯიშის ხე;
7. კვიპაროსი;
8. ვაშლის ხე;
9. ნაძვი.

თუ არჩევანი უკვე გააკეთეთ, გაეცანით ამორჩეული ხის აღწერას. რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.

1. მხიარული, თავისუფალი, უდარდელი – თქვენ ძალიან მხიარული ხართ. დღევანდელი დღით ცხოვრობთ და ტკბებით ყოველი წუთით. არ გიყვართ, როცა გარემოებები გზღუდავენ და გავიწროებენ. გიყვართ სიურპრიზები. გსიამოვნებთ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

2. დამოუკიდებელი, ინდივიდუალური, პირდაპირი – თქვენ არ უყურებთ სხვებს, ყოველთვის საკუთარი გზით მიდიხართ. მკაფიოდ ხედავთ იმ მიზანს, რაც გინდათ. ცხოვრობთ თქვენი შეხედულებების მიხედვით და არასდროს მიდიხართ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. გიყვართ ხელოვნება, ამასთან, ნიჭიც გაქვთ და უშრეტი შესაძლებლობებიც.

3. მელანქოლიური, მგრძნობიარე, მშვიდი – გიყვართ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. არ გსიამოვნებთ უაზრო ლაპარაკი, ჭორაობა. ამას გირჩევნიათ საკუთარი და სხვა ადამიანების საქციელის ანალიზით დაკავდეთ. ისწრაფვით შინაგანი ჰარმონიისკენ.

4. რბილი, კეთილი, ჰარმონიული – საკმაოდ „მიწიერი“, რეალურად მოაზროვნე პიროვნება ხართ, ადამიანებს მოსწონთ ეს და თქვენკენ ისწრაფვიან, რადგან იციან, რომ შეუძლიათ, თქვენი იმედი ჰქონდეთ. აფასებთ პირდაპირობას და უბრალოებას. არ მისდევთ მოდას – მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

5. საკუთარ ძალებში დარწმუნებული, პრაგმატული პიროვნება – ფიქრობთ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ფხიზლად უყურებთ ყოველდღიურ რუტინას, არ ვარდებით პანიკაში დიდი მოცულობის სამუშაოს პირობებშიც კი. გიყვართ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. არასოდეს ხართ იღბლის იმედად. იცით, რომ თუ წარმატების მიღწევა გინდათ, საჭიროა დაუღალავი შრომა.

6. გონიერი, ფრთხილი, მშვიდობისმყოფელი – თქვენთან ურთიერთობა მარტივია, მაგრამ ადამიანებს ძალიან ახლოს არ უშვებთ. დადიხართ ხმაურიან კომპანიებშიც, მაგრამ ასევე, ბევრ დროს ატარებთ მარტოობაში. დამოუკიდებელი ხართ. მაგრამ არა მარტოსული. გიყვართ, როცა გაქვთ პირადი სივრცე.

7. სწრაფი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიტიკოსი – თქვენი სხარტი გონება გეხმარებათ ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში. ცდილობთ, გარშემო მხოლოდ საინტერესო ადამიანები გყავდეთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ კულტურას. გამომუშავებული გაქვთ თქვენი საკუთარი სტილი და მასობრივი მოდა და აზრი არ გაინტერესებთ.

8. ემოციური, მერყევი, რომანტიკული – თქვენ, ძირითადად, გრძნობებით ცხოვრობთ. ზედმეტად მეოცნებე ხართ და არ გესმით ადამიანების, რომლებიც სამყაროს პირდაპირ და რაციონალურად უყურებენ. მოგწონთ ღრუბლებში ფრენა და საკუთარი, ხშირად ირეალური სამყაროს შექმნა.

9. აქტიური, კომუნიკაბელური, დინამიკური – გიყვართ ინიციატივის გამოჩენა ნებისმიერ საქმიანობაში. კოლექტივში უფრო ხშირად ლიდერის პოზიციას იკავებთ. გაურკვევლობა არ გსიამოვნებთ, თქვენი წარმატების მამოძრავებელი ძალა, თქვენს თავდაჯერებულობაშია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი