ტესტები

როგორი ხართ სინამდვილეში

№43

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 07.11

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებთ, როგორი ხართ სინამდვილეში? იცით, რომ თქვენი ხელის პარამეტრები ამასე მოგვითხრობენ? გააკეთეთ ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ - ერთი ხელის ცერა თითი მეორე ხელის იდაყვის სახსრის შიდა მხარეს დაადეთ, ხოლო შუა თითით შეეცადეთ, მაჯას მისწვდეთ, ისე როგორც ფოტოზეა. მისწვდით? გილოცავთ! თქვენ დიდი მტევანი გაქვთ.

ვერ მისწვდით? მაშინ თქვენ პატარა მტევანი გქონიათ. ახლა კი ნახეთ, რას ნიშნავს ეს?

დიდი მტევანი:

ეს იმას ნიშნავს, რომ პერფექციონისტი ყოფილხართ. სამუშაო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ხარისხოვანი და არა რაოდენობრივი მხარე. სწორედ ამის გამო შესაძლოა, ვადებში ვერ ჩაეტიოთ, მაგრამ ეს ამად ღირს!

თქვენ, ასევე, ძლიერ მგრძნობიარე და ყურადღებიანი ხართ. ხშირად პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვთ და თანაც, რაც უფრო საინტერესოა – არა მხოლოდ საკუთარი. თქვენი ეს თვისება ძალიან მოსწონთ თქვენს მეგობრებს, მათ იციან, რომ ყოველთვის მოუსმენთ.

პატარა მტევანი:

ცოტა ავანტიურისტი ხართ. ძალიან გიყვართ მოგზაურობა და მძაფრი განცდები. ახალი შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. მართალია, კარგი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ ცხოვრებაში ფაქტებს და რეალობას უფრო აფასებთ, ვიდრე ინტუიციას.

არ გიყვართ ერთბაშად მრავალი სამუშაოს შესრულება. მთავარია, სამუშაოში მთლიანად ჩაეფლოთ და არაფერმა გაგიფანტოთ ყურადღება. ზოგჯერ ფიცხი ხართ, რაც ხანდახან ძალიან გიშლით ხელს, კომუნიკაციაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...