ტესტები

როგორი ხარ შენ

№19

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.05

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებთ თქვენი დაფარული მხარეები?! არ დაიზაროთ და გააკეთეთ ეს მარტივი ტესტი. ნახავთ, რომ ძალიან საინტერესოა. უბრალოდ, აარჩიეთ სურათიდან ერთი ვარიანტი.

სურათი 1

გულწრფელი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. თქვენი ცხოვრება სიყვარულითა და შემოქმედებითაა სავსე. გამუდმებით ცდილობთ განვითარებას. მალე საკუთარ თავში ისეთ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ. ახალი ნაცნობები და მეგობრები დაგეხმარებიან, რომ საკუთარი ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი და ბედნიერი გახადოთ.

სურათი 2

თქვენი გულწრფელობა და პატიოსნება აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე . თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარებასა და სრულყოფას ცდილობს. ჯილდოს სახით, სამყარო ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. იმაზე ბედნიერი იქნებით, ვიდრე ოდესმე.

სურათი 3

განმარტოებით ყოფნამ და ფიქრმა შეიძლება, შინაგანი მოწოდება გაპოვნინოთ. დატვირთული ცხოვრების მიუხედავად, ეცადეთ, სამყაროსთან დასაკავშირებლად დრო გამონახოთ და გაიგოთ, სინამდვილეში ვინ ხართ. სამართლიანობისა და ჭეშმარიტების განცდა დაგეხმარებათ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში გაერკვეთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

სურათი 4

ეცადეთ, გათავისუფლდეთ შინაგანი შიშისა და ბნელი ფიქრებისგან. პოზიტიური აზროვნება ბედნიერების პოვნაში დაგეხმარებათ. ფიქრი ისეთ მოთხოვნილებად გექცათ, რომ ტვინს ერთი წამითაც არ ასვენებთ. ეს ძალიან სასარგებლო იქნება, თუ შეძლებთ და მხოლოდ პოზიტიურზე იფიქრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული