ტესტები

როგორი აზროვნება გაქვთ

№16

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:01 04.05

ტესტი
დაკოპირებულია

ეს აბსტრაქტული ნახატი გეტყვით, როგორი აზროვნება გაქვთ.

შეხედეთ და დააფიქსირეთ ის ასოციაცია, რომელსაც ეს ნახატი იწვევს. რაიმე მსგავსებას ძებნა არ დაიწყოთ, დიდხანს ნუ დააკვირდებით. გაითვალისწინეთ: თუ სურათმა სირთულე გამოიწვია, თუ ვერაფერი დაინახეთ, ეს დაბნეულობა იმ სიტუაციაზე მეტყველებს, რომელშიც ამჟამად პირდაპირ ან ირიბად იმყოფებით. თუ ლაქებში რაღაც მნიშვნელოვანის დანახვის მცდელობისას დისკომფორტი და გაღიზიანება იგრძენით, ეს ჩახშობილ ნეგატიურ ემოციებს ნიშნავს.

ნახეთ შედეგები:

ყვავილი - თუ თბილ ვარდისფერსა და ნარინჯისფერში ხედავთ, თქვენი ენერგია თანაბარია. შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, რომ გონებაში ნეგატივი შემოიჭრა. თუ ყვავილის კონტური ცისფერი ლაქისგან შედგება, მისი ცივი შეფერილობა ქვეცნობიერ შფოთვაზე მეტყველებს.

ვიოლინო ან სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი - შედეგი თქვენი ენერგეტიკის დადებით მიმართულებაზე მეტყველებს, რადგან თქვენთვის შემოქმედება უცხო არაა და ამიტომაა, რომ ორიენტირად თბილი ნარინჯისფერი აიღეთ – ის თქვენს ვიზუალურ აღქმაში დომინანტი აღმოჩნდა.

ადამიანის ფიგურა - ქალის ხედი ზურგიდან, მაგრამ სხვა ვარიანტებიც შესაძლებელია. ჩაკეტილი არ ხართ, თუნდაც ინტროვერტი იყოთ. წარსულის დაბრკოლებები არ გაშინებთ და მშვენიერის წარმოსახვა შეგიძლიათ.

კიბორჩხალა, შესაძლოა, ობობა ან რვაფეხა - ამას სასიამოვნო ასოციაციას ვერ ვუწოდებთ, თუმცა დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ. ეს ასოციაცია რამე საგანგაშოს არ ნიშნავს. თუ მსგავსი ასოციაცია ნეგატიურ გრძნობებს იწვევს, დროა დაფიქრდეთ და პოზიტიურ ტალღაზე განეწყოთ.

თავები - ველური ცხოველების თავები – ეს საკმაოდ საშიში სიმბოლოებია. კატეგორია შეგვიძლია, მივაკუთვნოთ ნიღაბს. მსგავსი დაყოფა შეიძლება, შინაგანი უთანხმოებით იყოს გამოწვეული.

შინაგანი ორგანოები - თუ ფერად ლაქებში მენჯის ძვალს ხედავთ ან სურათი სხვა უსიამოვნო ანატომიურ ასოციაცებს იწვევს, ეს შეიძლება, ინდივიდუალურ შიშებზე მეტყველებდეს. სჯობს, მათ შეებრძოლოთ. პოზიტიური განწყობა უკეთესობისკენ შეგცვლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა