ტესტები

როგორ გძინავთ...

№46

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.11, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ხშირად, სწორედ, ძილზეა დამოკიდებული მისი ფსიქო-ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა. თუ ყურადღება აქამდე არ მიგიქცევიათ, ახლა დააკვირდით და გაიგეთ საინტერესო ფაქტები თქვენ შესახებ.

• თუ 21.00-დან 22.00 საათამდე დაძინება გიჭირთ

შეიძლება, ვერ აცნობიერებთ, მაგრამ სტრესის ქვეშ ხართ, რომელიც შინაგანი მდგომარეობით არის გამოწვეული. ეს თქვენზე არც არის დამოკიდებული. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ გაქვთ საკმარისი ძალა და შესაძლებლობა, წინააღმდეგობები გადალახოთ და განაგრძოთ წინსვლა.

• თუ 22.00-სა 00.00-ს შორის გეღვიძებათ და ვეღარ იძინებთ

ვიღაცამ გაწყენინათ და ამით იტანჯებით? თავს ნუ იდანაშაულებთ, თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე. საოცარი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც არ იმსახურებს იმას, რაც გაუკეთეს. თუ ეს ადამიანი ბოდიშს არ მოგიხდით, მაშინ ის საერთოდ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან.

• თუ 00.00-სა და 01.00-ს შორის გეღვიძებათ

რაღაც მომენტში „გულში დაგჭრეს“. ახლა ჭრილობები ხორცდება და თქვენ მართლაც „იკურნებით“. ეს კარგი ამბავია, რადგან იმაზე ბევრად უკეთესი იქნებით, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ. თანაც მეტად დაბრძენდებით და სტაბილურობას მიაღწევთ.

• თუ 01.00-სა და 03.00-ს შორის გეღვიძებათ

ღამის ამ მონაკვეთში გაღვიძება იმის ნიშანია, რომ ქვეცნობიერი სიგნალს გაძლევთ – აუცილებელია, საკუთარი თავი მეტად გაანებივროთ. მიჰყევით სურვილებს, მაქსიმალურად გამოიყენეთ ნიჭი და თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებები აუცილებლად მოხდება.

• თუ 03.00-სა და 05.00-ს შორის გეღვიძებათ

ეს ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან დიდს, ღრმასა და ძლიერს სურს, თქვენამდე მოაღწიოს. დროა, საკუთარი ბედისწერა მიიღოთ.

• თუ 05.00-სა და 07.00-ს შორის გეღვიძებათ (მაღვიძარას გარეშე)

ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და თქვენში არსებული მუხტი ლიდერად გაქცევთ. დროის ამ მონაკვეთში გაღვიძება ნიშნავს, რომ ცვლილებები გელოდებათ. მაგალითად, ახალი პროექტი უნდა წამოიწყოთ ან თავგადასავლებისთვის მოემზადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი