ტესტები

როგორ გავმდიდრდეთ

№33

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.08, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ყურადღებით დააკვირდით სურათს. ძალიან დიდხანს არ იფიქროთ, აირჩიეთ სიმდიდრის 12 თილისმიდან ერთი და წაიკითხეთ შედეგები.

1. თქვენი გზა სიმდიდრისკენ იმ პროფესიაზე გადის, რომელსაც შეუძლია, ცნობილი და სახელგანთქმული გაგხადოთ. წარმატებას რომ მიაღწიოთ, აუცილებელია, დახვეწოთ გემოვნება და მუდამ იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე.

2. გამდიდრებაში მხოლოდ საკუთარი იდეები, განსჯის უნარი და ლოგიკა დაგეხმარებათ. თქვენ უნარი შეგწევთ, მოიფიქროთ ახალი ან წარმატებით „შეაკეთოთ“ ძველი. კარგი იქნება, თუ ფინანსურ, იურიდიულ ან სამეცნიერო სფეროში მოსინჯავთ ძალებს.

3. თქვენი სიმდიდრის გასაღები რწმენაშია. უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალების, იმის, რასაც აკეთებთ და გარშემომყოფებიც დააჯეროთ ამაში.

4. სიმდიდრისკენ მიმავალი თქვენი გზა კოლექტიურ სამუშაოშია. მნიშვნელობა არ აქვს, ოფისში იმუშავებთ, სახლში თუ საკუთარი ბიზნესის მმართველი იქნებით. აუცილებელია, გვერდით გყავდეთ საიმედო ადამიანი.

5. სიმდიდრისკენ თქვენი გზა სახლის სიმყუდროვეზე გადის. ამაში შედის სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოს ტექნიკა და სახლის რემონტი.

6. სიმდიდრესა და კეთლდღეობას მხოლოდ აქტიური ქმედებით მიაღწევთ. თქვენი პროფესია მოგზაურობებსა და მივლინებებს უნდა მოიცავდეს.

7. სიხარბე – ეს არის თქვენი სიმდიდრის გასაღები. თუმცა, ცუდად ნუ გაიგებთ. ეს ცხოვრებაზე, ამქვეყნიურ სიამოვნებებსა და გართობაზე დახარბებაა. კარგი იქნება, თუ საქმედ გაიხდით რომელიმე გასართობ სფეროს.

8. სიმდიდრისკენ მიმავალი გზა თქვენთვის დღესასწაულებზე გადის. კარგად გამოგდით საბავშვო ზეიმების მოწყობა, ფოტოგრაფობა, დღესასწაულების ორგანიზება და მუსიკოსობა.

9. თქვენი ფინანსური წარმატების გარანტი გრძნობებია, უფრო სწორად, თქვენი უნარი, გესმოდეთ ირგვლივ მყოფების. თუ ხელს არ შეგიშლით გადაჭარბებული ემოციურობა, კარგი ფსიქოლოგი გამოხვიდოდით.

10. სიმდიდრეს მკაცრი ხასიათი მოგახვეჭინებთ. მიგაჩნიათ, რომ შექება ადამიანებს ათამამებს და აზარმაცებს. თუმცა ამ სიმკაცრის მიღმა მაინც თბილი გული იმალება. ასეთი ხასიათით სამართალდამცავ ორგანოებში მიაღწევთ წარმატებას.

11. სიმდიდრისკენ თქვენი გზა საკუთარ ბიზნესზე გადის. კარგი იქნება, თუ ეს ბიზნესი მშენებლობასთან იქნება კავშირში. თქვენთვის მნიშვნელოვანია, შექმნათ ისეთი რამ, რაც ადამიანებს არაერთი წელი ემსახურება.

12. სიმდიდრესა და ფინანსურ წარმატებას ის საქმე მოგიტანთ, რაც ლითონს ეხება. ეს შეიძლება, იყოს მანქანათმშენებლობა, ავიაცია ან რკინიგზა. თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი ხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი