ტესტები

როგორ ანაწილებთ საოჯახო საქმეებს

№33

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 29.08

ტესტი
დაკოპირებულია

ბოლო დროს ისეთი გრძნობა ხომ არ გაქვთ, რომ ყველა მოვალეობა, რომელიც ოჯახში ცოლ-ქმარს ეკისრება, მხოლოდ თქვენს მხრებზეა?

მარტივი და სწრაფი ტესტის დახმარებით შეამოწმოთ, რამდენად გამართლებულია თქვენი ეჭვები.

ქვემოთ მოცემულია საოჯახო საქმეების სია, რომლის შესრულება ყველა დაოჯახებულ წყვილს უწევს.

თითოეული პუნქტი ყურადღებით წაიკითხეთ და გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით.

თუ კონკრეტულ წინადადებაში აღწერილ მოვალეობას თქვენ ასრულებთ, ნიშანი v დასვით. თუ ამ საქმეს პარტნიორი აკეთებს, ნიშანი + გამოიყენეთ.

1. დღის მენიუს შედგენა, საკვების მომზადება და ბოლოს სამზარეულოს დალაგება.

2. აუცილებელი პროდუქტების სიის შედგენა და საყიდლებზე წასვლა.

3. რეცხვა და თეთრეულის გაკიდება.

4. დაუთოება, ტანსაცმლის დახარისხება და კარადაში დაწყობა.

5. სახლში მცირე დაზიანების შეკეთება. სანტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის პრობლემების მოგვარება.

6. ოთახების დალაგება, იატაკის დაგვა და მოწმენდა, ასევე, სააბაზანოს დასუფთავება.

7. ნაგვის რეგულარულად გატანა.

8. სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნა და ინტერიერის მოწყობა.

9. ყვავილების მორწყვა, ბაღის ან ბოსტნის მოვლა.

10. სისუფთავის დაცვა და თეთრეულის გამოცვლა.

11. შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. მათთვის საჭმლის ყიდვა, ტუალეტის გამოცვლა, გასეირნება და აქტიური დასვენების ორგანიზება.

12. ბავშვებისთვის საშინაო ამოცანებში შესრულებაში დახმარება, მასწავლებლებთან და აღმზრდელებთან კონტაქტი სასწავლო დაწესებულების გარეთ.

13. სწავლის დასრულების შემდეგ ბავშვებთან შეხვედრა და მათთვის დასვენების ორგანიზება.

14. ოჯახური დასვენების ორგანიზება, ასევე ახლობლების დღესასწაულების აღნიშვნა.

15. საოჯახო ბუღალტერიის მართვა, კომუნალურის და სხვა ანგარიშების გადახდა.

დათვალეთ ნიშნები V და +. თუ მათი რაოდენობა თითქმის თანაბარია, მოვალეობები სწორად და თანაბრად გაქვთ გადანაწილებული. თუ რომელიმე ნიშანი მკვეთრად აჭარბებს მეორის რაოდენობას, მაშინ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებებია შესატანი, თორემ სკანდალი არ აგცდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...