რით ხართ განსაკუთრებული
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.05

ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენი პიროვნების განსაკუთრებულობა. დააკვირდით ნახატს და აარჩიეთ ერთი ფანჯარა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ კი შედეგები ნახეთ:
თუ თქვენ აირჩიეთ ფანჯარა #1:
თქვენ ძლიერი და ჯიუტი ხასიათი გაქვთ. მაგრამ ამ სიტყვის კარგი გაგებით. მიზანდასახული ბრძანდებით. ცდილობთ, გააკეთოთ ყველაფერი თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ერთადერთი, რაც გაკლიათ, გულწრფელობაა.
თუ თქვენ აირჩიეთ ფანჯარა #2:
თქვენ — ნამდვილი კაჟი ხართ, მდგრადი და სანდო, ადამიანი. ყველას უყვარხართ. საკუთარი საიდუმლოებებს განდობენ. რადგან იციან, რომ არანაირ გარემოებაში არ გათქვამთ. ცდილობთ, ყველასთან მაქსიმალურად კეთილსინდისიერი იყოთ.
თუ თქვენ აირჩიეთ ფანჯარა #3:
თეატრალური და კრეატიული ნატურა ხართ. ექსპრესიულიც. გიყვართ ბუნებასთან სიახლოვე, გიყვართ ცხოვრებაზე ფიქრი, საკუთარ თავში ჩაღრმავება. გაკლიათ პროდუქტიულობა. იყავით უფრო მეტად პრაქტიკული და ნაყოფიერი. ეს აუცილებელია.
თუ თქვენ აირჩიეთ ფანჯარა #4:
პირდაპირი და გულახდილი ადამიანი ხართ. არ მოგწონთ ორაზროვანი, ირიბი საუბრები. სათქმელს პირდაპირ ამბობთ. ამიტომ, ადამიანები თქვენთან რჩევის საკითხავად ხშირად მოდიან. იციან, რომ გულწრფელობა თქვენი ძლიერი მხარეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან