ტესტები

რით განსხვავდები სხვებისგან

№46

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.11, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგიური ტესტები ხასიათის ფარული თვისებების გამოვლენაში გვეხმარება.

შეხედეთ გოგონებს სურათზე. ვინ იქნება უფრო მიმზიდველი, როცა სახით შემოტრიალდება? გაგიკვირდებათ, მაგრამ ამით თქვენს ხასიათს გამოააშკარავებთ. აარჩიეთ?

ნახეთ შედეგები:

გოგონა 1

საკუთარ თავში ბოლომდე ხართ დარწმუნებული. გზაზე დაბრკოლებები ვერ გაჩერებთ და ნებისმიერ პრობლემას აგვარებთ. შესაშური მოთმინება გაქვთ. კარგად აცნობიერებთ, რომ ერთდროულად ყველაფრის მიღება შეუძლებელია, ამიტომ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუპოვრად მიიწევთ.

გოგონა 2

მხიარული ადამიანი ხართ, კომპანიის სული და გული. არც უცნობებთან გიჭირთ საერთო ენის გამონახვა. დარდს მალავთ და სახეზე ღიმილი რთულ წუთებშიც არ გშორდებათ. თქვენი გულისტკენა ძალიან მარტივია. მცირე შეურაცხყოფაც ტკივილს გაყენებთ.

გოგონა 3

მორცხვი და მოკრძალებული ხართ. ხმაურიან კომპანიებში ყოფნას განმარტოება გირჩევნიათ. თითზე ჩამოსათვლელი მეგობრები გყავთ, რადგან მათ დიდი სიფრთხილით ირჩევთ. ვერ იტანთ სპონტანურ ქმედებასა და ავანტიურას, ამიტომ ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებთ. ნებისმიერი ცვლილება თქვენში უსიამოვნებას და შფოთვას იწვევს.

გოგონა 4

თითქმის ყოველთვის გონების ხმას უსმენთ და არა გულს. ეს კარგია სამსახურში, რადგან თქვენს კარიერულ წინსვლას ხელს უწყობს. მაგრამ ასეთი თვისება ურთიერთობაში პრობლემებს იწვევს. ტოვებთ შთაბეჭდილებას, თითქოს არავის დაეხმარებით, მაგრამ ასე არაა – ყოველთვის დადგებით ახლობლების გვერდით, თუ მათ დახმარება დასჭირდებათ.

გოგონა 5

დამოუკიდებელი და მიზანდასახული ადამიანი ხართ. შეუპოვრობა, სიჯიუტე, შრომა სასურველის მიღებაში გეხმარებათ. მიზნის მიღწევაში არც უსიამოვნებები გიშლით ხელს. პრინციპებს არასდროს ღალატობთ. ვერავინ გაიძულებთ აზრის შეცვლას – რაც გადაწყვიტეთ, ის იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული