ტესტები

რას ნიშნავს თქვენი არჩევანი

№47

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.12, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

აირჩიეთ სილუეტი, რომელიც თქვენს წარმოსახვაში „თქვენს ქალაქს“ შეესაბამება, პასუხებში კი ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი:

1. უცხო გარემოში ხშირად იბნევით და თითქოს მორცხვობთ, მაგრამ, როცა იქაურობას კარგად გაეცნობით, თქვენი ოპტიმიზმით ყველას ადვილად აყვარებთ თავს. მარტივია: უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, რათა სხვამაც შეგიყვარონ!

2. სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ! თქვენი პოზიტივი ადამიანებს იზიდავს და, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავთ. თუკი დროდადრო მოიწყენთ, ეს ნორმალურია და არ გაუწყრეთ საკუთარ თავს! ზოგჯერ მარტო დარჩენა და გადატვირთვაა საჭირო.

3. ადამიანები თქვენში ძლიერ, შემართებულ, პასუხისმგებელ, აქტიურ პიროვნებას ხედავენ! მთავარი კი ისაა, რომ მიზნებს ყოველთვის აღწევთ! ეს ისეთი უნარია, რომელიც არ ისწავლება. უბრალოდ, გრძნობთ, სად არის თქვენი ადგილი.

4. გარშემო მყოფებისთვის ერთგული, გულითადი და აზრიანი ადამიანი ხართ. არასდროს გავიწყდებათ ახლობელი ადამიანების რჩევისა და გრძნობების გაზიარება. ყურადღებას თანაბრად უნაწილებთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

5. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებთ. ახლობლების აზრით, თქვენ კეთილი და კომფორტული ადამიანი ხართ! თუმცა, ცოტათი მარტოსული.

6. დღევანდელი დღით ცხოვრობთ და მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება. ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი არ გაკლიათ. ქარიზმისა და გულისხმიერების წყალობით, ყველას მოსწონხართ. რატომაც არა, თქვენ ხომ ზუსტად იცით სიცოცხლის ფასი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული