ტესტები

რას მალავს თქვენი „მე“

№49

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 17.12, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტზე პასუხებით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით. უბრალოდ, სურათიდან უნდა ამოირჩიოთ ერთი ქალი, მერე კი ნახოთ შედეგები:

პირველი ქალი

თქვენ რეალისტი ხართ. საკუთარ ცხოვრებისეულ პრინციპებს არასდროს ღალატობთ. რაღაც რომ დაიჯეროთ, მყარი მტკიცებულებები გჭირდებათ, ყოველი ფრაზის ჭეშმარიტებაში თავად უნდა დარწმუნდეთ. ადვილად ეგუებით ცვლილებებს.

მეორე ქალი

ჯიუტი ხართ. არ გიყვართ, დაეთანხმოთ მას, ვისაც თქვენგან განსხვავებული აზრი აქვს. ამის გამო ადამიანებს უჭირთ თქვენთან ურთიერთობა. აი, თქვენი მიზანდასახულობა კი ნამდვილად სამაგალითოა. ყველაფერს გააკეთებთ, რომ დასახულს მიაღწიოთ.

მესამე ქალი

თქვენ ძალიან დიდი შესაძლებლობები გაქვთ და მისი რეალიზაცია აუცილებლად უნდა სცადოთ! არასტანდარტულად აზროვნებთ და სწორედ ეს არის თქვენი უნიკალურობა. შესაძლოა, დიდად გაითქვათ სახელი და ცნობილიც კი გახდეთ. მთავარია, „ვარსკვლავური დაავადება“ არ შეგეყაროთ.

მეოთხე ქალი

სიმარტივე გიყვართ. ხშირად ელემენტარული რამ გახარებთ. ცხოვრებისგან არ ითხოვთ ყველაფრის უცბად მიღებას. ამჯობინებთ, კეთილდღეობას საკუთარი შრომით მიაღწიოთ. ამისთვის კი დიდი დრო გჭირდებათ, რადგან ყოველთვის პატიოსნად მოქმედებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული