რას გრძნობთ სინამდვილეში
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.05
ამ მარტივი ტესტის დახმარებით თქვენს ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობაზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ. დახედეთ სურათს და ერთი შეხედვით მოწონებული კვადრატი აირჩიეთ.
კვადრატი #1 უზრუნველი, მხიარული და ანცი
ცდილობთ, თითოეული წამით მიიღოთ სიამოვნება. თქვენი დევიზია: „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“ მზად ხართ ახალი შთაბეჭდილებებისა და სიყვარულში ცვლილებებისთვის.
კვადრატი #2 – დამოუკიდებელი, მოაზროვნე და უნიკალური
ყოველთვის საღ აზრზე ხართ. უგულვებელყობთ შეზღუდვებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. საკუთარი იდეებითა და მოსაზრებებით ცხოვრობთ მაშინაც კი, თუ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს.
კვადრატი #3 – მგრძნობიარე, საკუთარ თავსა და სამყაროზე ფიქრებში ჩაძირული
არ გიყვართ ზედაპირული ადამიანები. გირჩევნიათ მარტო იყოთ, ვიდრე უაზრო საუბარი აიტანოთ. აქტიურად ურთიერთობთ მეგობრებთან, რაც შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნებას განიჭებთ.
კვადრატი #4 – ცოცხალი, დაბალანსებული და ჰარმონიული
თქვენთან ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან მიწაზე მყარად დგახართ. ძვირფას ადამიანებს უსაფრთხოების გრძნობას ანიჭებთ, მაგრამ მათზე ზეწოლას არ ახდენთ. არ გიყვართ ბანალურობა.
კვადრატი #5 – პრაგმატული პროფესიონალი და თავდაჯერებული
მხოლოდ საკუთარ ქმედებებს ეყრდნობით. პრობლემებს მარტივად, ყოველგვარი სირთულის გარეშე აგვარებთ. რეალისტურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს. დაწყებული საქმის დასრულებამდე კმაყოფილებას ვერ გრძნობთ.
კვადრატი #6 – მშვიდი და ჭკვიანი
ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრებს ადვილად იძენთ, მაგრამ დროდადრო ყველაფრისგან დასვენება და საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებათ, რომ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ და მარტოობით დატკბეთ. აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გაძლევთ.
კვადრატი #7 – თავდაჯერებული ანალიტიკოსი, რომლის ნდობაც შეიძლება
კულტურა თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. განსაკუთრებული სტილი გაქვთ – დახვეწილი და ელეგანტური. იდეალი, რომელზეც თქვენს მომავალს გეგმავთ, განსაზღვრავს იმ სიამოვნებებს, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ.
კვადრატი #8 – მეოცნებე და ემოციური
უარს აცხადებთ სამყაროს რაციონალურად შეფასებაზე. თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც გრძნობები გკარნახობთ. თქვენთვის ოცნებები მნიშვნელოვანია.
კვადრატი #9 – დინამიკური, აქტიური და ექსტროვერტი
მზად ხართ, გარისკოთ და საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახურის სანაცვლოდ სერიოზული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან