ტესტები

რას გიმზადებთ ბედისწერა

№16

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 30.04, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

დროთა განმავლობაში ჩვენი მიზნები იცვლება, გარკვეული მიღწევების შემდეგ ჩნდება ახალი გამოწვევები, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. სწორედ ამიტომ არის ცხოვრება ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო.

შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც თქვენი ქვეცნობიერის შესწავლის შედეგად გეტყვით, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში.

დახედეთ ფოტოს და დაწერეთ, რა დაინახეთ პირველად?

 

ადამიანის სახე

თუ პირველად ადამიანის სახე დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შორეული წარსულიდან ვიღაც დაგიბრუნდებათ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემდეგ კვირას თქვენს ტელეფონზე შეტყობინება ან ზარი შემოვა ადამიანისგან, რომლის დაბრუნებაც გსურდათ თქვენს ცხოვრებაში. თქვენთვის ის დღემდე მნიშვნელოვანია, ამიტომ ბედისწერა ეცდება, დაგიბრუნოთ.

მამაკაცის სახე ხეზე

ეცადეთ, დრო მარტოობაში გაატაროთ და დაფიქრდეთ ვინ ხართ. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს და იმას, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. მალე არჩევანის წინაშეც აღმოჩნდებით, რომელიც მაგალითად, ახალ და გაცილებით პერსპექტიულ სამსახურს უკავშირდება.

ფლეიტისტი

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოვიდეს. შეიძლება, ახალი სიყვარულიც იპოვოთ. მომდევნო პერიოდი კი ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს. დღეები სიხარულითა და ბედნიერებით იქნება სავსე, რადგან გარშემო კარგი, კეთილი, ჭკვიანი და მხიარული ადამიანები გეყოლებათ.

ქალი

თქვენი პროფესიული კარიერა მომავალ კვირაში ზენიტში იქნება. შეძლებთ დამსახურებული დაწინაურება მოიპოვოთ ან ხელფასი მოგიმატონ. თუ უმუშევარი ხართ, დიდია ახალი სამსახურის პოვნის ან საინტერესო პროფესიის ათვისების ალბათობა. მთავარი კი ის არის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი