რას ამბობს ქვეცნობიერი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 27.08

როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ბევრ ჩვენგანს გული უჩქარდება. ამას უმეტესად შიში განაპირობებს.
შიში შეიძლება, იყოს სიმაღლის, ობობების, წყლის, ფრენის, ჩაკეტილი სივრცის... ამ შიშებს ქვეცნობიერი მართავს. კვლევის თანახმად, ბავშვობის ტრავმები და საშიში გამოცდილებები დიდი ხნის განმავლობაში რჩება ჩვენს გონებაში.
გთავაზობთ ტესტს, რომელიც გიამბობთ თქვენს ქვეცნობიერ შიშებზე.
დააკვირდით ფოტოს.
რა შეამჩნიეთ პირველი შეხედვისას? მთვარე, ხე, სახე თუ ადამიანი?
1. მთვარე
მთვარე ღამის ლამაზი ნაწილია, მაგრამ ის თქვენს ქვეცნობიერ შიშს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხართ პარტნიორის მსგავსად მიმზიდველი. ამის გამო ხშირად თავს უმწეოდ გრძნობთ, ეჭვიანობთ და ფიქრობთ, რომ პარტნიორს საკმარისად არ უყვარხართ, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ თქვენ შორის ჯანსაღი კომუნიკაცია იქნება, ვერაფერი დაგაშორებთ.
2. ხე
თუ პირველად ხე დაინახეთ, თქვენ ურთიერთობაში კონტროლის დაკარგვის შიში გაქვთ. ძლიერი ხართ, გიყვართ თქვენი დამოუკიდებლობა და მყარად დგახართ მიწაზე. თუმცა თქვენს სივრცეში ვინმეს გამოჩენა შფოთვით გავსებთ. თუმცა, გახსოვდეთ, თუკი სწორ საზღვრებს დაადგენთ და დაიცავთ თქვენს პირად სივრცეს, კონტროლის შენარჩუნებასაც შეძლებთ.
3. სახე
სახე ნიშნავს შიშს, რომ თითქოს სათანადოდ არ გამოხატავთ ემოციებს პარტნიორის მიმართ ან გრცხვენიათ კომუნიკაციის წამოწყების. თქვენი ინტროვერტობა გაფიქრებინებთ, რომ პარტნიორს არ შეეფერებით. თუმცა, თუ ის კმაყოფილია ამ ურთიერთობით და არ წუწუნებს, ესე იგი, მისთვის იდეალური ხართ.
4. ეული ადამიანი
თუ პირველად მარტო მდგომი ადამიანი შეამჩნიეთ, შესაძლოა, თქვენი ქვეცნობიერი შიში თქვენს მარტოსულობას უკავშირდებოდეს. ალბათ, თავს მაშინაც მარტო გრძნობთ, როცა პარტნიორთან ერთად ხართ. არ იდარდოთ, ბევრ ჩვენგანს აქვს ეს განცდა და ასე ფიქრი პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ თუ პარტნიორი თქვენი ადამიანია, მუდამ თქვენთან იქნება, ყველა სიტუაციაში.
ელენე წულუკიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან