ტესტები

რას ამბობენ თქვენი ფრჩხილები

№47

ავტორი: ელენე წულუკიძე 16:34 23.11

ტესტი ფრჩხილებზე
დაკოპირებულია

იყო დრო, როცა ბედის განსაზღვრა თითებისა და ფრჩხილების მიხედვით ძალიან მოდური იყო. ამაში მართლაც არის რაციონალური მარცვალი. დააკვირდით თქვენს ფრჩხილებს და საკუთარ თავზე ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობთ. 
* გრძელი – სწორი ფრჩხილები
თქვენ გაქვთ რბილი, უდარდელი ხასიათი. არ გახასიათებთ შფოთვა და ნერვიულობა. გამოირჩევით ნიჭიერებით და ადვილად პოულობთ საყვარელ საქმეს ხელოვნებაში. კარგად უგებთ სხვა ადამიანებს.
* განიერი – ფართო ფრჩხილები
საკმაოდ გულახდილი ბრძანდებით. რაციონალურად აზროვნებთ და სისულელეების კეთება თქვენგან შორსაა, თუმცა ადვილია თქვენი გაბრაზება. ყოველთვის მზად ხართ, თქვათ სიმართლე და სხვებსაც მისცეთ რჩევები.
* მრგვალი – კვერცხისებური ფრჩხილები
ყოველდღიურობაში მშვიდი ხართ. გაქვთ სხვებისგან დამოუკიდებელი, საკუთარი ცხოვრების წესი და რიტმი. თქვენი საკონტაქტო წრე ხშირად შემოფარგლულია ძველი მეგობრებით, რომელებთანაც თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ.
* კვადრატული, წაწვეტებული ფორმის ფრჩხილები
თქვენ ლიდერი ხართ, ძლიერი, გამბედავი და მამაცი, თან, ხასიათის ეს ნიშნები მკაფიოდ გაქვთ გამოხატული და გარშემო მყოფნი აღიარებენ ამას. თუმცა გაქვთ სისუსტე, რაც მხოლოდ თქვენმა ახლობლებმა იციან. გჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაფერს უამბობთ. 
* სამკუთხედის ფორმის ფრჩხილები
ჭკვიანი, პერფექციონიზმისკენ მიდრეკილი, ნოვატორი და ახალი იდეების გენერატორი. სწორედ, თქვენნაირ ადამიანებს შორის ვხვდებით ყველაზე ხშირად გენიოსებს, რომლებიც აღაფრთოვანებენ გარშემო მყოფებს. 
* ნუშისებრი ფრჩხილები 
ერთგული მეგობარი, გულღია დაგარეგნულად ძალიან მიმზიდველი ხართ. თქვენნაირი ადამიანები სასიამოვნო თანამოსაუბრეები არიან, შეუძლიათ, ბოლომდე დაიცვან თავიანთი შეხედულება, ამასთან, საკმაოდ კორექტულად. ისინი ადვილად ეგუებიან გარემოს და იწვევენ ირგვლივ მყოფების გაოცებას პრობლემების გადაჭრის არაჩვეულებრივი მეთოდებით. 
* რომბისებური ფრჩხილები
სიტუაციის საერთო სურათს დანარჩენებზე ბევრად უკეთესად ხედავთ. იშვიათი ნიჭი გაქვთ, ადამიანებს აუმაღლოთ განწყობა და შეუქმნათ მოტივაცია. შეგიძლიათ, დააიმედოთ, შთააგონოთ ისინი და უბიძგოთ გარშემო მყოფებს განვითარებისა და ზრდისკენ. 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...