ტესტები

რამდენად კომუნიკაბელური ხართ

№50

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.12, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თუ გაინტერესებთ, რამდენად კარგად „ალაგებთ“ ურთიერთობას ადამიანებთან, გააკეთეთ ეს ტესტი. საკმარისია, დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს და ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, თუ რამდენად კომუნიკაბელური ადამიანი ხართ.

კაცის ფეხები

თუ თქვენ პირველად მამაკაცის ფეხები დაინახეთ, მაშინ უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. არ გიჭირთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების ფორმულირება, შემდეგ კი მათი სხვა ადამიანებისთვის გაზიარება. საერთოდ არ გჭირდებათ ბევრი დრო, რომ აზრების დალაგება და მათი გამოხატვა შეძლოთ.

თუმცა, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ადამიანი თქვენნაირი არ არის. ამიტომ გირჩევთ, გაითვალისწინოთ – ზოგჯერ თქვენი პირდაპირობა არ ტოვებს საკმარის ადგილს სხვების გრძნობებისთვის.

ქალის ფეხები

თუ თქვენ პირველად ქალის ფეხები დაინახეთ, მაშინ ის ადამიანი ხართ, ვინც თან ლაპარაკობს და თან ფიქრობს. ზოგჯერ დრო გჭირდებათ, რათა იპოვოთ სწორი სიტყვები მიმართვისთვის. ზოგჯერ კი საერთოდ ისეთ რამეს ამბობთ, რაც თქვენს ფიქრებს ეწინააღმდეგება.

თქვენთვის აუცილებელია ფიქრებისა და გრძნობების დალაგება, იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ საუბარი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სიჩუმე უფრო ბევრად მეტყველია.

მამაკაცისა და ქალის ფეხები

თუ თქვენ ერთდროულად დაინახეთ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ფეხები, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საუბრის დაწყებამდე არასდროს ფიქრობს. თქვენს თავში იდეები ძალიან სწრაფად იბადება და სხვებისთვის მათი მყისიერი გაზიარება მოგწონთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...