ტესტები

რა სურს თქვენს ქვეცნობიერს

№50

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.12, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გთავაზობთ ახალ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლითაც ერთ წუთში შეძლებთ გაიგოთ, სინამდვილეში რისი თქმა სურს თქვენს ქვეცნობიერს. მოცემულ სურათზე ერთ-ერთი გამოსახულება აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, შემდეგ შედეგი წაიკითხეთ:

1. თუ პირდაპირ პირველ თვალზე შეჩერდით, ეს თქვენს ერთგვარ შებოჭილობაზე საუბრობს. მას იდუმალი პიროვნება ირჩევს, რომელიც ყველაფერს თავის თავში ინახავს. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ადამიანების ნდობა ისწავლოთ და მათ გული ხშირად გადაუშალოთ. მთელი სამყაროსგან ასეთი ჩაკეტილობა ერთგვარ დაცვას წარმოადგენს, კომფორტის ზონაში დარჩენაში გეხმარებათ. მაგრამ მთელი ცხოვრება ნაჭუჭში ცხოვრება ხომ შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ჩვეული ჩარჩოდან გამოხვიდეთ, რადგან სამყარო არც ისეთი რთულია, როგორც თქვენ ფიქრობთ.

2. მეორე გამოსახულებას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ნიღბის ქვეშ ნამდვილ ზრახვებს მალავენ. სწორედ ამიტომ, გულწრფელობაზე საუბარიც არაა. ქვეცნობიერ დონეზე ადამიანი ხვდება, რომ დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება და ეს თქვენთვის დიდი დარტყმა იქნება. შესაძლოა, არ ღირს სიმართლის მიმართ უკვე ასეთი შიში.

3. ამ არჩევანს აკეთებს ადამიანი, რომელშიც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ბრძოლა მიდის. მოუსმინეთ, რას გეუბნებათ შინაგანი „მე“, რომელი ფიქრებისა და შიშის გამოშვება გაშინებთ. შესაძლოა, დრო მოვიდა, საკუთარ თავთან უფრო გულწრფელი იყოთ.

4. ამ გამოსახულებას ირჩევს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ახალი აშინებს – ახალი სამსახური, ახალი ქალაქი და ახალი ხალხი. ქვეცნობიერად ყველა შესაძლო ბარიერს ქმნის, რომელიც რაიმეს შეცვლას უშლის ხელს. დაფიქრდით, მოგიტანთ ასეთი დაცვა ბედნიერებას? შესაძლოა, ამ გამოგონილ ღობეზე გადაბიჯება საკმარისია, რომ ცხოვრება ახალი ფერებით ათამაშდეს.

5. ამ თვალს ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ცხოვრების მთავარ მიზანს სამსახურში ხედავენ. ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი მიგანიშნებთ, რომ ზედმეტი არ გააკეთოთ და სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. დროა, ცოტა დაისვენოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.

6. ბოლო გამოსახულებას ხშირად ირჩევს ისეთი ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სურვილებით, არამედ სხვების მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ქვეცნობიერად ადამიანი ხვდება, რომ თავის რეალურ მიზნებს უკანა მხარეს აყენებს. ზედმეტი არ იქნება, თუ შინაგან ხმას მოუსმენთ, იმიტომ რომ ზოგჯერ მაინც ისე მოიქცეთ, როგორც მხოლოდ თქვენ გსურთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული