რა ფერის თვალები გაქვს და ვინ ხარ შენ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.08

თვალები ადამიანის სულის ფანჯარაა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ისინი პიროვნების ხასიათსაც განსაზღვრავენ. კვლევებით დადგინდა, რომ თვალის ფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სასიამოვნო და კომფორტულია ადამიანი.
რა ფერის თვალები გაქვთ თქვენ?
მუქი წაბლისფერი – ადამიანები მუქი წაბლისფერი თვლებით, რომელიც თითქმის შავს ჰგავს, იშვიათია. მსგავსი ადამიანები ბუნებით ლიდერები არიან. ზოგადად, მუქი თვალების მქონე ადამიანები ძალიან კარგები არიან სპორტში. მელანინი ტვინის უჯრედებს შორის კავშირს ამყარებს. ამიტომ, რაც უფრო მეტია მისი შემცველობა, მით უფრო სწრაფად მუშაობს ტვინი.
ყავისფერი თვალები – ეს თვალის ფერი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. ადამიანები ყავისფერი თვალებით მიდრეკილნი არიან იყვნენ ლოიალურები, კეთილები და თავაზიანები, მაგრამ არა თავმდაბლები.
ცისფერი თვალები – დიდი ხნის წინ სჯეროდათ, რომ ცისფერი თვალები მუტაციის შედეგი იყო, რადგანაც ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა. მსგავსი ფერის თვალების პატრონებს საუკეთესოდ ახასიათებთ შინაგანი და ფიზიკური სიძლიერე, მაგრამ ხშირად ადამიანები ამას ვერ ხედავენ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი კომპეტენტურები და ხანდახან ეგოისტები არიან.
ნაცრისფერი თვალები – მუქი თვალების მსგავსად, ნაცრისფერიც იშვიათი ტიპისაა. მუქი ნაცრისფერი თვალი ხშირად დამახასიათებელია გაწონასწორებული ადამიანებისთვის. ღია ნაცრისფერი თვალი ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც მეტი მუშაობა სჭირდება იმისთვის, რათა მიიღოს ის, რაც სურს.
ღია ყავისფერი – მსგავსი ფერიც უცხოა და ახალგაზრდა ასაკიდანვე ეუბნებიან, რომ ისინი უნიკალურები არიან. თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანის წაკითხვა „გაშიფვრა“ რთულია. საერთო მახასიათებელი კი გაწონასწორებულობაა, ისინი არასდროს მიილტვიან ექსტრემისკენ.
მწვანე თვალები – მათ, ვისაც მწვანე თვალები აქვთ, მელანინის ზომიერი რაოდენობა აღენიშნებათ, რაც მათ დომინანტებად აქცევთ და ასევე, ძალიან ფრთხილებად. მწვანე თვალების მქონე ადამიანებს მისტიკა და დამოუკიდებლობა ახასიათებთ. ისინი ხშირად არიან ორიგინალურები, კრეატიულები, მოულოდნელები და სტრესის ქვეშაც კარგად მუშაობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...