რა გიშლით ხელს სიყვარულში
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.07
თუ ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, მას მიიღებთ იმის მიხედვით, თუ რას შეამჩნევთ ამ სურათზე პირველი ხუთი წამის განმავლობაში.
მაშ ასე, დააკვირდით და მოინიშნეთ. შემდეგ კი შედეგი ნახეთ:
1. დაბორკილი ადამიანი
რაღაც დოზით მუდმივად საკუთარ თავს ებრძვით. ამიტომ, თუკი ნამდვილი სიყვარულის პოვნა გსურთ, ამისთვის ის ჯერ საკუთარ თავში უნდა ნახოთ. ნუ იქნებით მკაცრი. გაითვალისწინეთ ეს რჩევა და სიყვარულიც გეწვევათ.
2. ღობე
თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე ჩაკეტილობაა. ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად უნდა გარისკოთ და გული ერთხელ მაინც გახსნათ. საკუთარი თავის დასაცავად კედელი გაქვთ აღმართული, რომელიც არც სხვას შემოუშვებს თქვენამდე და თქვენც ვერ გააღწევთ გარეთ.
3. ნავი
თქვენი პრობლემა თქვენ მიერვე დაწესებული მაღალი სტანდარტებია, რომლებსაც ვერავინ აკმაყოფილებს. საჭიროა, იცოდეთ, რა გსურთ, პარტნიორისგან, რომ მიიღოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, თქვენმა ფანტაზიებმა შესაძლოა, ნამდვილი სიყვარული დაგაკარგვინოთ.
4. თავის ქალა
თქვენი მუდმივი წუწუნი სიყვარულს მოკლავს. ზედმეტად კრიტიკული ხართ და ეს ცხოვრების სილამაზის დანახვის საშუალებას არ გაძლევთ. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც არ მოგეწონებათ, მაგრამ ეს სიყვარულში ხელს არ უნდა გიშლიდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან