ტესტები

რა გელით მომავალში

№35

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.09

ტესტი
დაკოპირებულია

წესი ძალიან მარტივია. ფოტოდან აირჩიეთ გული, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შემდეგ წაიკითხეთ განმარტება:

გული #1

ნუ შეგეშინდებათ უარყოფითი შედეგების. ცვლილებებისთვის მოემზადეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ცხოვრებას სასიამოვნო საქმე სრულიად მოულოდნელად მოაქვს. გაბედეთ ძველი კარის დახურვა. ნუ მისცემთ უფლებას სირთულეებს, შეგაშინოთ. თუ ამ ეტაპს გაივლით, თქვენს მიზანს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდებით. ენდეთ საკუთარ თავს, იყავით თავდაჯერებული და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

გული #2

ნუ აჩქარდებით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. იყავით თანმიმდევრული, მომთმენი და შემდეგ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საყვარელი ადამიანების უფრო მეტი სითბო და სიყვარული გამოავლინეთ და მათგანაც იმავეს მიიღებთ. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ, ხშირად მოუსმინეთ მუსიკას და გაისეირნეთ.

გული #3

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. თუ ფიქრობთ, რომ ყოველი დღე ერთნაირია, გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. სინამდვილეში, ძალიან ბევრი რამ არც ისე რთულია, როგორც გეჩვენებათ. გაისეირნეთ, შაბათ-კვირას, ესტუმრეთ კაფეს, შეეხმიანეთ მეგობრებს – ყველა შესაძლებლობა თქვენს ხელშია. მთავარია, თავად გინდოდეთ რაიმეს შეცვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...