ტესტები

რა გავლენას ახდენს ბინის ნომერი ცხოვრებაზე

№24

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.06, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ბინის ნომერი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს მასში მცხოვრებნი. თუ ბინის ნუმეროლოგიური მნიშვნელობა ემთხვევა თქვენს ენერგეტიკას, მასში თავს კარგად იგრძნობთ.

თავდაპირველად უნდა გამოვთვალოთ ბინის ნუმეროლოგიური ციფრი, რათა ამის მიხედვით გავარკვიოთ რა შეიძლება, მოვიმოქმედოთ. ციფრის გამოთვლა მარტივია: მაგალითად, თუ ბინის ნომერია 138 = 1 + 3 + 8 = 12. 1 + 2 = 3. ანუ 3 — არის 138 ნომერი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი.

ახლა კი ვნახოთ, რა იმალება ნუმეროლოგიურ ციფრებში და რომელი ციური სხეულები მფარველობთ მათ:

ციფრი 1 - მზე

ამ ნუმეროლოგიის ბინა მასში მცხოვრებლებს შემოქმედებითი ენერგიითა და ცხოვრების სიხარულით აღავსებს. ადამიანს საშუალებას აძლევს, იყოს გამორჩეული და მიიპყროს გარშემო მყოფთა ყურადღება. ბინაში უნდა იყოს ბევრი ნათურა და უნდა დომინირებდეს სტაფილოსფერი და წითელი. ასეთ სახლში მყუდროდ თავს მხოლოდ დადებითი მუხტის მქონე ადამიანები იგრძნობენ.

ციფრი 2 - მთვარე

ბინა ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რომლებიც პატარა ბავშვებთან მუშაობენ, ასევე მზარეულებისა და მუსიკოსებისთვის. მთავარი აქცენტი ამგვარ ბინაში სარკეებზე უნდა გაკეთდეს, ძირითადი ფერი კი უნდა იყოს კრემისფერი და მსუბუქი ზურმუხტისფერი.

ციფრი 3 - მარსი

ეს ბინა ზარმაცებისთვის ნამდვილად არ გამოდგება! თუ პასური იქნებით, გადაწყვეტილებებს თქვენ გარეშე მიიღებენ. ბინაში გამუდმებით რაღაც იქნება შესაკეთებელი – ელექტროტექნიკა, საკეტები, სკამები... განსაკუთრებით აქტიური ადგილებია ტუალეტი და შესასვლელი ოთახი.

ციფრი 4 - მერკური

ამგვარ ბინაში ტყუილი აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ! აქ მცხოვრებთ ხშირად აქვთ მოგზაურობისადმი მიდრეკილება. მოემზადეთ ხალხთან ხშირი ურთიერთობისთვის. ინტერიერში მთავარია ინფორმაციასთან დაკავშირებული ობიექტები: ტელევიზორი, ტელეფონი, კედელზე გაკრული ფოტოები... ხელსაყრელი ფერებია ცისფერი, რუხი, ლურჯი და ყვითელი.

ციფრი 5 - იუპიტერი

ამ ბინაში ცხოვრება შეიძლება, დაკავშირებული იყოს პოლიტიკასთან, მეცნიერებასთან – ყველაფერი ემსახურება ადამიანების გაერთიანებას კონკრეტული იდეის ირგვლივ. არ მისცეთ საკუთარ თავს გაბრაზების უფლება და ყველაფერი კარგად იქნება!

ციფრი 6 - ვენერა

ამ ბინის მახასიათებელია სიყვარული და კომფორტი. ამგვარი ბინის მცხოვრებთ ნამდვილად გაუმართლათ. აქ ან კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, ან გამოუსწორებელი სკანდალისტები. ფერები ძალიან თბილია – ჩალისფერ-ყავისფერ გამაში. ამგვარ სახლში უყვართ შინაური ცხოველები.

ციფრი 7 - სატურნი

ამ ბინის მცხოვრებნი ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და სხვადასხვაგვარი იმედგაცრუებაც ხვდებათ. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა: ამავე ბინაში კარგად გამოდის შეგროვება, ხელობის დაუფლება. მთავარია, ხშირად გააანალიზოთ თქვენი საქმეები და მოქმედებები.

ციფრი 8 - ურანი

თუ აქ რომელიმე პრაგმატისტი და მატერიალისტი დაბინავდება, იმედი გაუცრუვდება. დომინანტი ფერი აუცილებლად უნდა იყოს ცისფერი. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან და სუფთად გქონდეთ ფანჯრები.

ციფრი 9 - ნეპტუნი

საკმაოდ მძიმე აურის ბინაა! აქ ძალიან მარტივია აუხდენელ ოცნებებში გადავარდნა და მავნე ჩვევების შეძენა. ეს ბინა ბერმუდის სამკუთხედს ჰგავს – აქ გამუდმებით იკარგება როგორც საგნები, ასევე საღი აზრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი