რა დაინახეთ სურათზე პირველად
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 08.09
ეს ტესტი საკუთარი ხასიათის უკეთ შეცნობის საშუალებას მოგცემთ. რატომაც არა, ცოტას გაერთობით, თან საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.
ბავშვი
თუ სურათზე პირველად ბავშვი დაინახეთ, მარტოობის მოყვარული ხართ. ახალი ადამიანების გაცნობა და ურთიერთობები თქვენს ინტერესებში არ არის. გირჩევნიათ, მეტი დრო დაუთმოთ წიგნების კითხვას, სეირნობას ან საყვარელი მუსიკის მოსმენას.
წყვილი
თუ სურათზე პირველად წყვილი დაინახეთ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეგობრობას აფასებთ. ხმაურიანი წვეულებები და ხალხმრავალი ადგილები არ გიყვართ, მაგრამ გყავთ რამდენიმე კარგი მეგობარი და მათთვის ყველაფერს გააკეთებთ. ურთიერთობებში საკმაოდ ტაქტიანი ხართ, მაგრამ კრიტიკაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებთ.
ხე
თუ სურათზე პირველად ხე დაინახეთ, ექსტრავერტი ბრძანდებით. კომუნიკაბელური, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, მოწყენილობა გძულთ და გამუდმებით ეძებთ თავგადასავალს. სიახლეებისა და ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად ხართ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ხასიათის ამ თვისებამ შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
ტბა და ქალაქი
რომანტიკული ხასიათი გაქვთ და გრძნობებს უფრო ემორჩილებით, ვიდრე წესებსა და მოვალეობებს. გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა და კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ. თუ შეეცდებით, შესაძლოა, წინასწარმეტყველების ნიჭიც კი განავითაროთ, მაგრამ აზარტულ თამაშებს უნდა ერიდოთ – აქ ინტუიცია ვერ დაგეხმარებათ და შესაძლოა, იღბალმაც ზურგი გაქციოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან