ტესტები

პოზიტიურია თუ ნეგატიური შენი აზროვნება

№21

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 02.06

ტესტი
დაკოპირებულია

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ადამიანის პიროვნებაზე, მეტყველებს, თუ როგორ აღიქვამს ის სამყაროს და განსჯის სხვებს. კვლევების თანახმად, ნეგატიური შეფასებებისკენ მიდრეკილი ადამიანი მუდმივად გაღიზიანებულია და ნაკლებად თავდაჯერებულიც.

ტესტი ძალიან მარტივია – სურათზე უნდა აირჩიოთ ქალი, რომელიც თქვენი აზრით, ასაკით ყველაზე უფროსია.

ნახეთ შედეგი:

ქალი N1

თუ პირველი ქალი აირჩიეთ, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ. გარშემო მყოფები პატივს გცემენ და თქვენი დახმარების იმედი აქვთ. მკაფიო წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის სწორი და რა – არა. მზად ხართ, სხვა ადამიანის დასახმარებლად სახიფათო სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეთ. ადამიანებს მტკიცე ხასიათით იზიდავთ. თქვენს ცხოვრებას რაციონალურობა მართავს. ადვილად ერგებით ახალ გარემოებებს.

ქალი N2

გულწრფელი, ოპტიმისტი, ერთგული, თავდადებული, ძლიერი და მამაცი ადამიანი ხართ. სირთულეების არ გეშინიათ. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. ადამიანებს თქვენი სიძლიერე და გამბედაობა აღაფრთოვანებთ. პრობლემა კი ისაა, რომ ზოგჯერ საკუთარი სისუსტეების გამოვლენის გეშინიათ, რაც ურთიერთობებში ხელს გიშლით.

ქალი N3

გამუდმებით ცდილობთ სხვებზე დომინირებას. თქვენ დაბადებიდან ლიდერი ხართ და ადამიანებს ენერგიითა და ქარიზმით ხიბლავთ. გარშემო მყოფები რჩევისა და დახმარებისთვის ხშირად მოგმართავენ. ცდილობთ, საკუთარი ემოციები დამალოთ, მაგრამ ყოველთვის იცით, სხვები რას გრძნობენ.

ქალი N4

ოჯახი და მეგობრები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, საკმაოდ „ჩაკეტილი“ ადამიანი ხართ, რომელიც ხალხმრავალ ადგილებს გაურბის. ადამიანებთან ურთიერთობას საკუთარ სამყაროში განმარტოება გირჩევნიათ. ამიტომ, სხვა ადამიანებისთვის დიდი გამოცანა ხართ. გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტად ინსტინქტებს ენდობით და არა ლოგიკას. ზოგჯერ გეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანები მიგატოვებენ და ეს თქვენი ერთადერთი შიშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული