პიროვნული დახასიათება
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.11
გაინტერესებთ, როგორი პიროვნება ხართ? უბრალოდ, დააკვირდით სურათს.
1. თუ ჯერ კაცის სახე შენიშნეთ, ბუნებით არტისტული და კრეატიული ხართ. თქვენი ცხოვრება მუდმივი თავგადასავლების ძიებაა. ყოველმა დღემ სიახლე უნდა მოგიტანოთ, შესაძლოა, ახალი სიყვარულიც კი.
პიროვნული დახასიათება: იმდენად ხალისიანი პიროვნება ხართ, რომ თქვენი განწყობა იოლად გადაედებათ ხოლმე გარშემო მყოფებს.
ურთიერთობა: თქვენ ფიქრობთ, რომ სერიოზული ურთიერთობისათვის არ ხართ მზად, მაგრამ ერთ დღეს ისეთ პიროვნებას შეხვდებით, რომ თქვენს მოუმზადებლობას უმალ დაივიწყებთ.
2. თუ პირველი ქალი შენიშნეთ, თქვენი სამყაროს მთავარ ნაწილს დედობა და სიკეთე წარმოადგენს. ყოველთვის ზრუნავთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე. თქვენმა მეგობრებმა იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ, თქვენი იმედი ჰქონდეთ.
პიროვნული დახასიათება: ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხართ, თქვენს გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი გარშემო მყოფებისთვის.
ურთიერთობა: სიყვარულში თქვენთვის მთავარია დახვეწილობა და ბალანსი.
3. თუ ბავშვის სახე შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ გიყვართ როცა თქვენზე ზრუნავენ. სასიყვარულო ურთიერთობაში არასდროს დგამთ პირველ ნაბიჯს, არც მეორეს. ხართ ძალიან მშვიდი და არ გიყვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
პიროვნული დახასიათება: სილამაზე და ერთგულება თქვენი მთავარი ღირსებებია.
ურთიერთობა: ხართ ძალიან ერთგული.
4. თუ წყალში დახატული სახე დაინახეთ, სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენთვის მთავარი თავისუფლებაა. ცდილობთ, ცხოვრებისაგან რაც შეიძლება, მეტი მიიღოთ. უარს ამბობთ ყოველგვარ ნეგატიურ განცდებზე. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია.
• პიროვნული დახასიათება: ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ზედაპირული პიროვნება ხართ.
• ურთიერთობა: არ გსურთ არანაირი ვალდებულების აღება, გირჩევნიათ, გყავდეთ უამრავი მეგობარი და არავინ მოუშვათ ახლოს.
5. თუ ქალის ფიგურა შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა. ინტელექტუალური ხართ და მოგწონთ, როდესაც სხვა ადამიანები აფასებენ ამას. ადამიანებს უყვართ თქვენთან ყოფნა. თუმცა, ამ ყველაფრის გამო ხანდახან თქვენი შურთ კიდეც.
• პიროვნული დახასიათება: გიყვართ მხიარულება და თქვენი ცხოვრება ამის გარშემო ტრიალებს. არ არსებობს ისეთ რამ, რამაც შეიძლება გაგტეხოთ ან განწყობა გაგიფუჭოთ.
• ურთიერთობა: გულის სიღრმეში ვალდებულებებისა და სერიოზული ურთიერთობის გეშინიათ. ამიტომ, ზოგჯერ სიყვარულისაც კი გაურბიხართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან