პიროვნების დაფარული ასპექტები
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.09

პიროვნების ფარული ასპექტების შესასწავლად მრავალი გზა არსებობს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, ხასიათის რა თვისებებია თქვენში დომინანტური. ორი ვარიანტი არსებობს: 1. ფოტოზე დაინახოთ მოცეკვავე ქალი და 2. მამაკაცის სახე.
1. თუ პირველ ჯერზე დაინახეთ გოგონა, რომელიც ცეკვავს, მაშინ შემოქმედებითი და ორიგინალური ადამიანი ხართ. გაქვთ უნარი, დაინახოთ ისეთი დეტალები, რომლებსაც ბევრი ვერ ამჩნევს. თავში ახალი იდეები მოგდით და მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის. ხშირად უჩვეულო და ორიგინალურ ნივთებს ატარებთ. ზოგჯერ თქვენი იდეები იმდენად არასტანდარტულია, რომ შესაძლოა, მათი განხორციელება გაგიჭირდეთ. ზუსტად იცით, რა რჩევები უნდა მისცეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. შემოქმედებითი ბუნება გეხმარებათ, დაინახოთ სილამაზე ყველაფერში, რაც თქვენ ირგვლივაა. ეს კი საინტერესო და ღირებულ თანამოსაუბრედ გხდით
2. თუ სურათზე პირველ ჯერზე სახის კონტური დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაგმატული ადამიანი ხართ. მოგწონთ ყველაფრის დაგეგმვა, მოწესრიგება. თქვენთვის ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა პირველ ადგილზეა. ეს კი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. მოგწონთ, როდესაც ყველა საქმეში მკაფიო, გაწერილი გეგმა გაქვთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით მას. თქვენი შეუპოვრობა საშუალებას გაძლევთ, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ძალიან დიდი ნებისყოფა გაქვთ და შეგიძლიათ, ემოციები ეფექტურად მართოთ. თუმცა, მსგავსმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნ და მკაცრ ადამიანად ჩამოგაყალიბოთ. საჭიროა, გახსოვდეთ, რომ დასვენება და განტვირთვაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან