ტესტები

ფერების კოდი და ხასიათი

№11

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 30.03

ტესტი
დაკოპირებულია

გიფიქრიათ, რა ფერი ხარ შენ? სამყარო ადამიანების ხასიათს ოთხ ფერად ყოფს. ეს ფერებია: წითელი – ძალაუფლებით მოტივირებული, ლურჯი – სიახლოვით მოტივირებული, თეთრი – მშვიდობით მოტივირებული და ყვითელი – გართობით მოტივირებული. კარგად გაიხსენეთ, როგორი იყავით ბავშვობაში და ამაზე დააფუძნეთ თქვენი პასუხები. თითოეულ ფერს შესაბამისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. აარჩიეთ ის, რომელიც თქვენია და ყოველთვის გახალისებთ.

წითელი ფერი

ძლიერი მხარეები: თავდაჯერებულობა, პრაგმატულობა, პასუხისმგებლიანობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, დომინანტურობა. სუსტი მხარეები: სიუხეშე, მოუთმენელობა, თანაგრძნობის არქონა.

ლურჯი ფერი

ძლიერი მხარეები: ერთგულება, სიმტკიცე, ვნებიანობა, შემოქმედებითობა, მოწესრიგებულობა, თავდადება. სუსტი მხარეები: პესიმიზმი, ეჭვიანობა, კრიტიკულობა.

თეთრი ფერი

ძლიერი მხარეები: ყურადღებიანობა, მიმღებლობა, მოთმინება, გამჭრიახობა, ლოგიკური აზროვნება, გულისხმიერება. სუსტი მხარეები: ჩაკეტილობა, თვითკრიტიკულობა, პასიურობა.

ყვითელი ფერი

ძლიერი მხარეები: ენთუზიაზმი, მომხიბვლელობა, სპონტანურობა, დამაჯერებლობა, მხიარულება, სოციალურობა. სუსტი მხარეები: ეგოიზმი, გონების გაფანტულობა, უპასუხისმგებლობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არის აუცილებელი, ამა თუ იმ ფსიქოტიპის ყველა დამახასიათებელ თვისებას ვფლობდეთ, რათა კონკრეტულ ჯგუფს მივეკუთვნებოდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა