ტესტები

ოპტიკური ილუზია

№44

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.11

ტესტი
დაკოპირებულია

ოპტიკური ილუზიის გამოყენება შეგიძლიათ, არა მხოლოდ გასართობად, არამედ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტებისთვის. მთავარია, სწრაფად დააფიქსიროთ გამოსახულება, რომლის დანახვაც მოახერხეთ, რათა საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ.

დღეს ამ მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ. ყურადღებით დახედეთ სურათს. პირველად რასაც დაინახავთ, ამოხსნის გასაღებია. გაშიფვრა ქვემოთ წაიკითხეთ.

1. თუ პირველად სპილო დაინახეთ, ცოტათი ზარმაცი ხართ. სასურველის მისაღებად ზედმეტი ძალისხმევის გაღება არ გიყვართ. ძირითადად, იმაზე ფიქრობთ, როგორ გაიმარტივოთ საქმე და შეიძლება თუ არა ზოგიერთ საქმეზე საერთოდ უარის თქმა.

თქვენნაირ ადამიანს უყვარს საწოლში დიდხანს კოტრიალი, სამომავლო გეგმებზე ფიქრი, მაგრამ გეგმის განხორციელებას არ ჩქარობს. უსაქმურს ვერ გიწოდებთ. მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც სრულად მოდუნების მომენტები სჭირდება.

2. პირველად ქალის სახეს ხედავს აქტიური ადამიანი, რომელიც ყოველთვის ენერგიულია. ყოველ დილით სიამოვნებით იღვიძებს, რათა ბევრი რამ მოასწროს.

ასეთ ადამიანს ბევრი საქმე და გატაცება აქვს. ამ მრავალფეროვნებით ხარობს და შთაგონებას იღებს ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ასეთი აქტიური ადამიანის გონება მუდმივ მოქმედებაშია და ახალ იდეებს ეძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა