ტესტები

მთვარე და თქვენ

№41

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.10, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

მთვარემ ბევრი რამე იცის. მთავარია, მისი რომელი ფაზაა თქვენთვის ყველაზე ახლოს. მოდუნდით და ისე აარჩიეთ.

მაშ ასე, თუ აირჩიეთ:

პირველი ფაზა - შესაძლოა, წინა ცხოვრებაში თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვენით. დიდი ალბათობით, მხატვარი ან მოქანდაკე იყავით, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ მხრივ, დიდი პრობლემები გქონდათ, რადგან ხელოვნება მთელ დროს გართმევდათ.

მეორე ფაზა - წინა ცხოვრებაში მეცნიერი იყავით - კარგი მეცნიერი და ბევრი სასარგებლო აღმოჩენა გააკეთეთ. იმ ცხოვრებიდან ახალში კარგი ინტუიცია გადმოგყვათ, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ.

მესამე ფაზა - წინა ცხოვრებაში თქვენი საყვარელი საქმიანობა მოგზაურობა იყო. სწორედ იქიდან გამოგყვათ ის თვისება, რომ ერთ ადგილზე ჯდომის უნარი არ გაქვთ. სულ მოუსვენრად ხართ. საცხოვრებლადაც გიჭირთ გარკვეული ადგილის პოვნა.

მეოთხე ფაზა - წინა ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ან დიდი ადამიანი არ ყოფილხართ. მაგრამ გქონდათ მშვენიერი ოჯახი, რომელიც თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აზრი იყო. ამიტომ ამჟამინდელ განსხეულებაშიც ოჯახურ ბედნიერებას უნდა მიუძღვნათ თავი.

მეხუთე ფაზა - წინა ცხოვრებაში ნამდვილად პოლიტიკოსი იქნებოდით, რადგან დიდი ამბიციები გქონდათ და ძალაუფლებისკენ ისწრაფვოდით. ამიტომაც თუ ამ ცხოვრებაში ხანდახან თავს რომის იმპერატორად ან ევროპელ მეფედ წარმოიდგენთ ხოლმე, ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხაროდ, ახლა წარსულ სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ, მაგრამ შეგიძლიათ, დეპუტატობა ან რომელიმე თანამდებობის დაკავება სცადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი