ტესტები

მეოჯახე თუ მარტოხელა

№34

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.09

ტესტი
დაკოპირებულია

არ დაიზაროთ და განიხილეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები. თითოეულ სურათზე ქალი, კაცი და ბავშვია გამოსახული. თუმცა, განსხვავებული კადრით. ამ სამიდან აირჩიეთ ის ფოტო, რომელზეც თქვენი აზრით, არ არიან ასახული ოჯახის წევრები ან ისეთი ოჯახია ასახული, სადაც ყველა ცალ-ცალკეა და წაიკითხეთ პასუხი.

1. ეს სურათი ბედნიერ ოჯახს ასახავს: ვხედავთ მოსიყვარულე მშობლებს, რომლებიც შვილზე ზრუნავენ და მას თბილად ეპყრობიან. რატომ აირჩიეთ ეს ვარიანტი? შესაძლოა, რაღაც უსიამოვნო, წარსულის გარკვეული ტრავმები გაგახსენდათ. ფსიქოლოგების თქმით, ამ პასუხის არჩევა ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს. შესაძლოა, თქვენ შეესწარით მშობლების კონფლიქტს, განქორწინებას, რაც თქვენთვის სრულიად გაუგებარი იყო. ამიტომ გიჭირთ გაიგოთ, რა არის ჯანსაღი ურთიერთობა და კარგი, ძლიერი ოჯახი.

2. თქვენ მეოჯახე ხართ და საყვარელ ადამიანებს ყველაზე მეტად აფასებთ. მათზე ზრუნვა თქვენი მთავარი პრიორიტეტია. თქვენთვის მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ისინი კარგად არიან. შეგიძლიათ, ჯანსაღი ურთიერთობები დაამყაროთ და ძლიერი ოჯახი შექმნათ.

3. ბუნებით მარტოხელა ადამიანი ხართ. კოლეგების ან მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება ბევრად უფრო მოგწონთ, ვიდრე შვილებთან, მეუღლესთან ან სხვა ნათესავებთან. ეს სურათიც ამიტომ აირჩიეთ. მოგწონთ სხვების დახმარება, დაცვა და ყველა იმ სიკეთის გაცემა, რაც ალბათ, ბავშვობაში დაგაკლდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი