მარტივი ტესტი ხასიათზე
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 29.09
დახედეთ სურათს. დააკვირდით. გადაწყვიტეთ, რომელი ცხოველი უფრო სიმპათიურად მიგაჩნიათ და მიიღეთ პასუხი თქვენი ხასიათის შესახებ
მაიმუნი
თქვენ ყოველთვის პოზიტიური ხართ. ლოგიკურად მსჯელობთ და ამიტომ ყველას ძალიან ჭკვიანი ჰგონიხართ. რეალურად მართლაც ასეა. თქვენ, ასევე, გულთბილი და მეგობრულიც ხართ.
ლომი
არა მხოლოდ გონიერი, არამედ ჭკუამახვილიც ბრძანდებით! მიუხედავად იმისა, რომ პატიოსანი და საიმედო ადამიანი ხართ, წესებით შეზღუდვა მაინც არ მოგწონთ. როცა სხვები თქვენს ჩარჩოებში მოქცევას ცდილობენ, თქვენ ამბოხს აწყობთ. მაგრამ, საბედნიეროდ, გაბრაზებას ვერ ასწრებთ. ერთგულება თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.
მგელი
თქვენი არჩევნის მიხედვით, ხშირად აღწევთ საუკეთესო შედეგებს! ძალიან იღბლიანი დაიბადეთ. ამას გარდა, დაჯილდოებული ხართ დიდი წარმოსახვის უნარით და თუკი მას სწორად გამოიყენებთ, მაშინ საკუთარი იდეების ხორცშესხმასაც შეძლებთ.
ბოცვერი
თქვენი აზრით, სამყარო ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. ხშირად ეყრდნობით ინტუიციას და ცხოვრებაშიც მის კვალზე დადიხართ. თქვენ პატიოსანი ხართ და ამიტომაც ადამიანთა სიყვარულს იმსახურებთ. ყოველთვის საკუთარ გულს უსმენთ და მის სურვილებს ასრულებთ! გადასარევი ადამიანი ბრძანდებით!
თხა
ადამიანებს თქვენთან მუშაობა მოსწონთ, თქვენ ხომ მუშაობისას თავს კარგად გრძნობთ. კოლეგებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს კარგად იცნობთ და იცით, რომ მათთვის მიმართვა ნებისმიერ ვითარებაში შეგიძლიათ. თქვენი აზრით, ცხოვრება პროგრესული უნდა იყოს, ამიტომაც მუდამ ახლის შესწავლა და განვითარება გსურთ!
ღორი
კონცენტრირებას მნიშვნელოვან საკითხებზე ახდენთ და არც ცდებით. ვითარების დადებით და უარყოფით მხარეებს მუდამ წონით და ისე იღებთ გადაწყვეტილებებს. ბუნებით კეთილი ხართ და გიყვართ სხვების დახმარება. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია. საკუთარ სიყვარულს ღიად და თავისუფლად აცხადებთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან