ტესტები

მარტივი ტესტი

№32

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.08, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

მარტივი ტესტია. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ, აირჩიეთ ჭიქა, რომელსაც ყურადღება პირველ რიგში მიაქციეთ. ახლა გაიგეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ უახლოეს მომავალში.

• იისფერი ჭიქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საკუთარ თავს სულ ჰპირდებით, რომ მოგვიანებით მიხედავთ. მარტივი მეგობრული შეხსენება: მიდით ექიმთან!

გირჩევთ, ჯანმრთელობაზე წინასწარ იზრუნოთ და არ დაელოდოთ სერიოზულ პრობლემებს. ასე უფრო იაფი გამოდის და შედეგიც ეფექტურია. ექიმთან მისვლა არც ისე რთულია, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა!

• წითელი ჭიქა

რასაც დიდი ხანია, ყურადღებას არ აქცევთ, მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაა. ბევრისთვის ეს მწვავე საკითხია. ბევრი უთქმელი წყენა არსებობს, რომლებიც უნდა გადაიჭრას. აუცილებელი არაა, რომ იჩხუბოთ და ყველაფერი თქვათ, მაგრამ გულახდილი საუბარი ზედმეტი არაა.

• ცისფერი ჭიქა

ყურადღება კარიერაზე უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა, სამსახურით უკმაყოფილო ხართ. გვსურს გირჩიოთ, რომ საძულველ სამსახურს თავი დაანებოთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. თუ გრძნობთ, რომ გადაიწვით, შვებულება აიღეთ. ეს დრო კი გამოიყენეთ იმაზე დასაფიქრებლად, რას გააკეთებთ მომავალში. შესაძლოა, დიდი ხანია, ახალი პროფესიის ათვისებაზე ოცნებობთ ან საკუთარი ბიზნესის დაწყება გსურთ. სამსახურისგან დასვენების მეთოდი იპოვეთ, დაკავდით ჰობით. ასე ცხოვრებისგან მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

• ყვითელი ჭიქა

როგორც ჩანს, პარტნიორთან ურთიერთობა თვითდინებაზე მიუშვით. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ რაღაც გაწუხებთ, მეორე ნახევარს გაესაუბრეთ. უმჯობესია, პრობლემები მანამ მოაგვაროთ, სანამ ვულკანი ამოიფრქვევა. გულახდილი საუბარი კი ამ საქმეში ძალიან დაგეხმარებათ.

ელენე წულუკიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი