ტესტები

მაჩვენე ტერფები

№4

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 06.02, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანის ხასიათსა და მის წარმოშობაზე ტერფის ფორმას ბევრი რამის თქმა შეუძლია. არსებობს მეცნიერებაც, რომელიც ფეხის თითების ფორმასა და ტერფებში საინტერესო კანონზომიერებას ეძებს.

ერთად შევამოწმოთ, თუ რამდენად ზუსტია ეს „მეცნიერება“.

1. ეგვიპტური

ასეთი ტერფის ფორმა ყოველ მეოთხე ადამიანში გვვხდება. გამოირჩევა ჯანსაღი თვითშეფასებითა და მტკიცე ფსიქიკით. არასდროს ჩქარობს, ყველაფერს გეგმის მიხედვით აკეთებს. სიმშვიდესა და სტაბილურობას უფრო აფასებს, ვიდრე წამიერ წარმატებას. „ეგვიპტელი“ საიმედო მეგობარი, კარგი მეოჯახე და მზრუნველი მშობელია.

2. გერმანული

ასეთი ტერფის ფორმა აქვს მას, ვინც თავს სისტემის ნაწილად მიიჩნევს. თავშეკავებული, მოწესრიგებული და პედანტურია. დიდი მოთმინებით გამოირჩევა, თუმცა, ღირსეული მიზნის მისაღწევად ბევრ რამეზე წავა. პირად ცხოვრებაში იშვიათად უმართლებს, რადგან პირველ ადგილას თვითრეალიზაციას აყენებს. სამაგიეროდ, ყოველთვის მზადაა მხარი დაგიჭიროთ.

3. კელტური

უჩვეულო ფორმის ტერფი, სადაც გერმანული და ბერძნული ტერფის ფორმები ერთიანდება. ასეთი ტერფის ფორმა იმპულსურ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ჯერ მოქმედებენ, შემდეგ ფიქრობენ. ასეთი ადამიანი შესაშური სიჯიუტით გამოირჩევა. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს. თუ „კელტმა“ რაიმე ჩაიფიქრა, მის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ. საკუთარი შეცდომის აღიარება, უბრალოდ, არ შეუძლია.

4. ბერძნული

მეორე თითი წინაა გაწეული. საინტერესოა, რომ ასეთი ტერფის ფორმა საკმაოდ იშვიათად ითვლება – მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს. ხშირად ასეთი ადამიანი ხელოვანი ხდება, რადგან მშვენიერების აღქმა განსხვავებულად შეუძლია. კარგი ინტუიცია აქვს და ადამიანებშიც კარგად ერკვევა.

5. რომაული

როცა ცერა თითი, მეორე და მესამე თითები ერთ ხაზზე მდებარეობს, ფეხის ტერფს რომაული ეწოდება. ადამიანი, რომელსაც რომაული ფორმის ტერფი აქვს, გამოირჩევა ინიციატივით. რუტინა მას სწრაფად ბეზრდება, ყოველთვის მზადაა რაღაცის შესაცვლელად. სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტი და თავდაჯერებულია. თუ ასეთი ადამიანის გვერდით ღირსეული მოტივატორია, ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი