ტესტები

ქვეცნობიერის ფარული დეტალები

№22

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 12.06, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

დააკვირდით სურათს, რომელიც, რამდენიმე ელემენტისგან შედგება, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ, კონკრეტულად ის, რომელიც პირველად დაინახეთ.

ნახეთ რაზე მიგანიშნებთ თქვენი არჩევანი:

მთები

თქვენ გონება გმართავთ. ინტელექტუალური ადამიანი ხართ და ყოველთვის პრაქტიკულ გადაწყვეტილებას იღებთ. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი აზრებით ხელმძღვანელობთ. საქმეს პირველ ადგილზე აყენებთ. ყურადღებას ყოველთვის იმ ამოცანებზე ამახვილებთ, რომლებიც წინ გელოდებათ. შეიძლება, ამის წყალობით პროფესიონალურად ძალიან შორს წახვიდეთ, თუმცა შეეცადეთ, პირადი ბედნიერება არ გამოგრჩეთ.

დათვი

სიყვარულით ხართ მოტივირებული. დათვი მძაფრი და ძლიერი ვნების სიმბოლოა. პირველად რომ დათვი დაინახეთ, იმაზე მეტყველებს, რომ შინაგანად ძალიან მგზნებარე ადამიანი ხართ, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ემოციურ საკითხებს ეხება. საყვარელი ადამიანების დასაცავად, თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ.

ხეები

თქვენს ცხოვრებას ვნება განაგებს. ხეები წარმოადგენს სოციალურ და სხვებთან ურთიერთობის სურვილს. კომუნიკაცია – ეს თქვენი საქმეა. ყოველთვის მზად ხართ ახალი მეგობრების შესაძენად.

მთვარე

თქვენ ოცნებები გმართავთ. ჯერ მთვარე დაინახეთ, რადგან თქვენი ფიქრები ყოველთვის ღრუბლებშია. ხანდახან რეალობის შეგრძნებასაც კარგავთ. გჯერათ, რომ ერთ დღეს თქვენი ცხოვრება, ოცნებაზე უფრო მშვენიერი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი