ტესტები

ქუსლები გეტყვიან

№49

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.12, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფეხსაცმელი ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენ შესახებ. შერჩეული სტილის მეშვეობით შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი განწყობა ან ხასიათი. ფეხსაცმელი, ზოგადად, ჩაცმულობის მთავარი აქცენტი ხდება და სწორედ ის განსაზღვრავს, თუ როგორ გვხედავენ სხვები. არ გჯერათ?

გაიარეთ ჩვენი ტესტი.

აირჩიეთ, რომელი სტილის ფეხსაცმელია თქვენთვის კომფორტული და ნახეთ, როგორ გამოხატავს ის თქვენს ხასიათს.

მაღალი ქუსლი

ქალი, რომელიც ამგვარ ფეხსაცმელს ატარებს, მამაკაცებისათვის თვითკმარი და მიუწვდომელია. ალბათ, ბევრს ეშინია თქვენთან მოახლოების, სინამდვილეში ძალიან ნაზი და დაუცველი ადამიანი ხართ და ღირსეული მამაკაცი აუცილებლად იპოვის გზას თქვენს გულამდე.

სანდლები ქუსლებით

მხიარული და შრომისმოყვარე ქალი ხართ. ასეთები ყოველთვის ღია არიან კომუნიკაციისთვის და თავიანთი ღიმილით შეუძლიათ, ირგვლივ ყველაფერი გაანათონ. თქვენს ქალურობას არ აქვს საზღვრები. დახვეწილობა თქვენი სტილის მთავარი წესია.

ღია ფეხსაცმელი

თვით „მის ელეგანტურობა“ ხართ. გარდა ამისა, ძალიან მამაცი და გარკვეულწილად ავანტიურისტიც. თქვენთან ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ მოსაწყენი არასდროსაა. ყოველგვარი მოჩვენებითი გულგრილობის მიუხედავად, არასდროს ღალატობთ თქვენს პრინციპებს და ყოველთვის ქალური რჩებით.

ფეხსაცმელი მკვეთრად გამოკვეთილი ცხვირით

ქალი, ასეთი ფეხსაცმლით რთული პიროვნებაა, მაღალი მოთხოვნებით. თქვენ ზუსტად იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან და თავდაჯერებულად მიდიხართ ამ მიზნისკენ. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, რომლებიც თქვენთან ყოფნას ინატრებდნენ, მაგრამ ყველას არ შეუძლია თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ფეხსაცმელი ერთიანი ქუსლით

თუ ასეთ ფეხსაცმელს ირჩევთ, მაშინ კომფორტზე ხართ ორიენტირებული. ქალი, რომელიც ასეთ ფეხსაცმელს ატარებს, ნამდვილად არ მოითმენს დისკომფორტს. მამაკაცები ხედავენ ამას და ესმით, რომ ყვავილების უზარმაზარი თაიგულებით ვერ გაგაკვირვებენ და თქვენი გულის მოსაგებად გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.

დაბალი ქუსლი, ანუ „ბალეტკა“

ტკბილი და ნაზი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებთ. გიყვართ, როცა ზრუნავენ თქვენზე და თქვენი გულისთვის „მთების გადადგმასაც“ არ ერიდებიან. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ თქვენი ყურადღების მიპყრობა ადვილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი