ტესტები

ხასიათი ყველაფერია

№26

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 09.07

ტესტი
დაკოპირებულია

მარტივი და საინტერესო ტესტია თქვენი ხასიათის შესაცნობად. დახედეთ სურათს და დააკვირდით ხუთ გოგონას, რომლებიც ზურგით დგანან. წარმოიდგინეთ, რომელი იქნება ყველაზე ლამაზი, როცა შემოტრიალდება. ოღონდ ენდეთ თქვენს შეგრძნებებს. ყველაფერი თქვენს აღქმაზეა დამოკიდებული.

გოგონა #1

თუ პირველი გოგონა გეჩვენებათ ყველაზე მიმზიდველად, ესე იგი, მშვიდი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. არ გეშინიათ გამოწვევებისა და სიახლეების, მზად ხართ გადაჭრათ ყველა სირთულე მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თქვენი გატეხვა რთულია. ხართ მომთმენი და რაციონალური, ყოველთვის იღებთ იმას, რაც გჭირდებათ. არ ხართ მორცხვი ადამიანი, პირიქით, საკმაოდ გამბედავად და ავტორიტეტულად წარმოჩინდებით.

გოგონა #2

მეორე გოგონა არის სოციალური ადამიანების არჩევანი. თქვენ მარტივად შედიხართ სხვებთან კონტაქტში. ზოგჯერ ცოტა გულუბრყვილო და არასერიოზული ხართ, თუმცა, იცით, როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. თქვენთან ურთიერთობა მარტივია, რადგან ძალიან მხიარული ხართ. ყველას უღიმით და სევდიან განწყობას არავის აჩვენებთ. ყოველთვის ცდილობთ, იყოთ პოზიტიური და წყენა გულში არ დაიტოვოთ. თუმცა, ზოგჯერ მცირე ნეგატივიც კი გიფუჭებთ ხასიათს.

გოგონა #3

თუ მესამე გოგონა აარჩიეთ, ესე იგი, მორცხვი და მორიდებული ადამიანი ხართ. იშვიათად კონტაქტობთ სხვებთან, მაგრამ თუ ადამიანი მიიღეთ, ბოლომდე ენდობით. გიყვართ ყველაფრის დაგეგმვა და ნაკლებად დგამთ სპონტანურ ნაბიჯებს.

კეთილი ხართ, უკონფლიქტო და ბრაზი დიდხანს არ მიგყვებათ. სხვების სულში იყურებით და ცდილობთ, მათი ემოციები გაიგოთ. არ გეშინიათ არაკომფორტულობის, მთავარია, საყვარელი ადამიანები გააბედნიეროთ. ხანდახან კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებათ.

გოგონა #4

რთულია თქვენი დაბნევა. გონებით მოქმედებთ და არა გულით, იცით, რომ ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ არ გეშინიათ სირთულეების.

თქვენ ამაყი ადამიანი ხართ და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობთ. ამასთან ცდილობთ, არასდროს ატკინოთ გული სხვებს საკუთარი მიზნის მისაღწევად. შესაძლოა, ცივი ჩანდეთ, მაგრამ რეალურად ძალიან სოციალური ხართ.

გოგონა #5

ეს გოგონა გამოხატავს დამოუკიდებელ და მტკიცე ხასიათს. თქვენ მიზნებს ყოველთვის აღწევთ, მუშაობთ საკუთარ თავზე, ხართ თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ადამიანებისთვის რთულია თქვენი გადარწმუნება. ახალ ადამიანებთან ადვილად ვერ კონტაქტობთ, თუმცა, ვინც თქვენს გულში შემოაღწევს, თქვენი მეგობარი ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...