ხართ თუ არა თავდაჯერებული, ანუ რა გიშლით ხელს წარმატებაში
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 13.04

ოპტიკურ ილუზიას შეუძლია, ადამიანის პიროვნებაზე, მის ხასიათსა და ფარულ სურვილებზე ბევრი რამ თქვას. გაგიზიარებთ ერთ ოპტიკურ ილუზიას, რომელიც გეტყვით, ხართ თუ არა თავდაჯერებული. ქვემოთ ამერიკელი მხატვრის ტომ ფრიცსონის მიერ შექმნილი ნახატია. ის, თუ რას დაინახავთ ნახატზე პირველად, თქვენი პიროვნების შესახებ ბევრს გეტყვით. კერძოდ, შეიტყობთ, რამდენად თავდაჯერებული ხართ და გაწუხებთ თუ არა სხვადასხვა ფარული შიში და კომპლექსი.
დააკვირდით და დააფიქსირეთ ის, რაც პირველი დაინახეთ.
პასუხები:
თავის ქალა
თუ თქვენ სურათზე პირველი თავის ქალა დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მამაცი და გამბედავი ადამიანი ხართ. გაქვთ უნარი, ყველა სირთულეს, დაბრკოლებას ღირსეულად გაუმკლავდეთ. თავდაჯერებული ადამიანი ხართ. არ გეშინიათ ცვლილებების, სირთულეების. საკუთარ თავს შესანიშნავად იცნობთ და არასდროს წყვეტთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. თქვენი გამბედაობა ყოველთვის გეხმარებათ რთული დღეების გადალახვაში.
ქალი
თუ სურათზე პირველი მოხრილი ქალი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დაეჭვებული ხართ. გეშინიათ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების. ძალიან ფრთხილი ადამიანი ხართ და სულ თავდაცვით პოზიციას ირჩევთ. უფრო ხშირად დინებას მიჰყვებით. ემოციურად ძალიან მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ცვლილებების მიღება და მტკივნეული ეტაპების გავლა გიჭირთ. არ გსურთ, საკუთარი ზონიდან გახვიდეთ, რადგანაც თავს იქ ბევრად მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. საკუთარი თავისა და ცხოვრების განვითარებას მხოლოდ ამ გზით მოახერხებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან