ტესტები

ხართ თუ არა ბრძენი

№15

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.04

ტესტი
დაკოპირებულია

დახედეთ სურათს და თქვით, რა დაინახეთ პირველი. შედეგით მიხვდებით, შეიძლება თუ არა, ბრძენი გიწოდოთ.

1. გოგო

თუ პირველად გოგონა დაინახეთ, გილოცავთ! თქვენ მართლაც ბრძენი ადამიანი ხართ. იცით, რომ მხოლოდ შრომა და გარკვეული პრინციპების დაცვაა ბედნიერი ცხოვრების პირობა. ყოველთვის იცავთ ეთიკის ზოგადად მიღებულ წესებს. სხვისი მოსმენაც შეგიძლიათ და ღირებული რჩევის მიცემაც.

2. მზესუმზირა

თუ თქვენი მზერა პირველად მზესუმზირაზე შეჩერდა, მაშინ ძალიან განვითარებული გაქვთ სამართლიანობის გრძნობა და ანალიტიკური გონება, ლოგიკას ეყრდნობით და საღი აზრი გაქვთ, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილებები გააზრებული და სწორია. სამართლიანობა და პატიოსნება გეხმარებათ, რომ საკუთარი ცხოვრება სწორად მართოთ.

3. მზე

თუ პირველად თვალში მზე მოგხვდათ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ახალი, უჩვეულო და დიდი ხნის წინ დავიწყებული გიზიდავთ. სავსე ხართ ცნობისმოყვარეობითა და გაქვთ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ცრურწმენების არ გჯეროდეთ. გიყვართ წესების დარღვევა, ზღვარს გადასვლა და ახალი ჰორიზონტების გახსნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული