ტესტები

ხართ ლამაზი?

№36

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 18.09, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თუ გინდათ გაიგოთ, რამდენად ლამაზი ხართ, მაშინ ამ მარტივ კითხვებს გაეცით პასუხი.

1. რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენზე?

ა – მე ძალიან მაგარი ვარ (3 ქულა);

ბ – დარწმუნებული არ ვარ, მგონი მოვწონვარ (1 ქულა);

გ – მე ნამდვილად, ძალიან საყვარელი ვარ (2 ქულა).

2. ჩვეულებრივ, როგორ ივარცხნით თმას?

ა – თმის დასავარცხნად ბევრ საშუალებას ვიყენებ (3 ქულა);

ბ – მიყვარს თმის აქსესუარების გაკეთება (1 ქულა);

გ – თმაზე თითქმის არაფერს ვიკეთებ (2 ქულა).

3. რას ფიქრობთ, როცა საკუთარ თავს სარკეში უყურებთ?

ა – საშინლად გამოვიყურები (1 ქულა);

ბ – შესანიშნავად გამოვიყურები (3 ქულა);

გ – ჩვეულებრივად გამოვიყურები (2 ქულა).

4. როგორ ატარებთ თქვენ და თქვენი მეგობრები დროს?

ა – დროს ბუნებაში ვატარებთ (2 ქულა);

ბ – ვერთობით თამაშებით ან უბრალოდ ვსაუბრობთ (1 ქულა);

გ – ვაწყობთ წვეულებას (3 ქულა).

5. ბოლოს როდის გითხრეს, რომ ლამაზი ხართ?

ა – ამას ყოველდღე მეუბნებიან (3 ქულა);

ბ – ალბათ, ერთი კვირის წინ (2 ქულა);

გ – გახსენებაც კი მიჭირს (1 ქულა).

6. საკუთარი თავი ლამაზად მიგაჩნიათ?

ა – ვფიქრობ, ლამაზი ვარ (2ქულა);

ბ – ასე არ მიმაჩნია (1 ქულა);

გ – დიახ, რა თქმა უნდა (3 ქულა).

7. როგორ აღწერთ თქვენს სხეულს?

ა – უკეთესიც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. საკუთარ თავზე საერთოდ არ ვზრუნავ (1 ქულა);

ბ – ნავარჯიშები. საკუთარ სხეულზე კარგად ვზრუნავ (3 ქულა);

გ – საშუალო – არც ცუდი და არც იდეალური (2 ქულა).

8. რა შედის თქვენს საყვარელ გარდერობში?

ა – რაც ახლა მოდაშია (3 ქულა);

ბ – ჯინსი და კლასიკური მაისური (2 ქულა);

გ – ყველაფერი, მთავარია თავს კომფორტულად ვგრძნობდე (1 ქულა).

8 -დან 16 ქულამდე: თქვენ ლამაზი და ჭკვიანი ხართ! როცა სარკეში იყურებით, თქვენს ძლიერ მხარეზე გააკეთეთ კონცენტრირება და ნაკლის შესახებ დაივიწყეთ. გახსოვდეთ – თქვენ მშვენიერი ხართ!

17-იდან 20 ქულამდე: თქვენ შინაგანადაც და გარეგნულადაც ლამაზი ხართ! სულით კეთილი და თავისუფალი ხართ. სწორედ ამიტომ, მეგობრებსა და ახლობლებს ძალიან უყვარხართ. საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ლამაზი ხართ და ქებას ნამდვილად იმსახურებთ!

21-იდან 24 ქულამდე: თავდაჯერებული ხართ და საკუთარი თავი გიყვართ. მოდა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ დროს უთმობთ საკუთარ გარეგნობას. როცა სადმე გადიხართ, ყველას ყურადღებას იპყრობთ. უნაკლოდ გამოიყურებით. თუმცა გახსოვდეთ, რომ შინაგანი სილამაზე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგნული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი