ტესტები

იცოდე შენი წარსული

№29

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.07

ტესტი
დაკოპირებულია

რა საიდუმლოს მალავს თქვენი წარსული? ეს ტესტი სულ ოთხი კითხვისგან შედგება. თითოეულ მათგანზე პასუხისას შეეცადეთ, ის პირველივე სურათი დააფიქსიროთ, რომელსაც თქვენი წარმოსახვა შემოგთავაზებთ. ნუ ეცდებით მათ შეცვლას ან შელამაზებას. დიდხანსაც ნუ იფიქრებთ.

პირველი შეკითხვა – შენობა

წარმოიდგინეთ, რომ ცარიელ შენობაში ან უკაცრიელ საცხოვრებელ სახლში დაეხეტებით. აღწერეთ, როგორია შენობა და გარემო, სადაც ხართ.

მეორე შეკითხვა – კიბე

მოულოდნელად თქვენ წინ, იატაკში, დიდ ხვრელსა და კიბეს ხედავთ, რომელიც სადღაც მიწის ქვემოთ მიემართება. როგორია კიბე, რომელსაც ხედავთ?

მესამე შეკითხვა – საფეხურების რაოდენობა

რამდენად გრძელია და ღრმად ჩადის თქვენს მიერ წარმოდგენილი კიბე? რამდენიმე საფეხური აქვს, საშუალოა, თუ არ მთავრდება?

მეოთხე შეკითხვა – ხმები

წარმოიდგინეთ, რომ კიბეზე ეშვებით და ხმები გესმით. რა ხმაა ეს?

შედეგები:

პირველი შეკითხვა – თუ აზრობრივი სურათი დეტალურია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს წარსულს სულიერი ტრავმა უკავშირდება. ხოლო, თუ წარმოსახვითი სურათი ქაოსური, ეფემერული და ბუნდოვანია, როგორც ჩანს, თქვენს წარსულში რაიმე ფსიქოლოგიურ და ძლიერ სულიერ ტრავმას ადგილი არ ჰქონია.

მეორე შეკითხვა – კიბე, რომელიც პირდაპირ ეშვება, მიუთითებს, რომ ჩვენ შინაგანად ვაღიარებთ პრობლემის არსებობას.

მოხვეული კიბე მიუთითებს, რომ ბევრ რამეში წარსულში მომხდარი მოვლენის აზრი ჩვენთვის გაუგებარია.

გადასატანი, მოძრავი კიბე მიუთითებს, რომ შინაგანად თავს ვიტყუებთ, არ ვაღიარებთ პრობლემის არსებობას.

მესამე შეკითხვა

რაც უფრო მეტი საფეხური აქვს კიბეს, მით უფრო სერიოზულია წარსულში მიღებული სულიერი ტრავმა.

მეოთხე შეკითხვა – ხმამაღალი ტირილი ნიშნავს, რომ საჭირო დროს მხარდაჭერა მიიღეთ და რთული პერიოდი წარმატებით გადალახეთ.

ჩუმი ოხვრა, კვნესა იმაზე მიუთითებს, რომ რთულ მომენტში თქვენ მარტო აღმოჩნდით და იძულებული იყავით პრობლემა დახმარების გარეშე გადაგელახათ.

ავის მომასწავებელი სიცილი მიუთითებს, რომ თქვენ ვერ გაიგეთ პრობლემის ნამდვილი აზრი და მასშტაბები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა