იწინასწარმეტყველეთ მომავალი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 05.11

დახედეთ სურათზე ფერად თევზებს და აირჩიეთ ერთ-ერთი. ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. თქვენ მიერ არჩეული თევზი მომავალი კვირის ამბებს გიწინასწარმეტყველებთ.
თევზი #1
საქმეებში მცირედი წარმატება გელით, რაც მცირე მატერიალურ სარგებელსაც მოგიტანთ. სასიამოვნო ახალ ამბებს მიიღებთ სასიყვარულო საქმეებთან დაკავშირებით. იყავით ყურადღებით, თქვენ გარშემო ტრიალებს ადამიანი, რომელიც თავს მეგობრად გაჩვენებთ თუმცა ბოროტი ზრახვები აქვს. აჯობებს, მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
თევზი #2
თქვენ გარშემო ბევრი მტერი, მატყუარა და ჭორიკანა ადამიანია, განსაკუთრებით კი კოლეგებში. ნურავის ენდობით. მეტი ყურადღებით იყავით ხელშეკრულების გაფორმებისას ან საქმიანი ურთიერთობის დაწყებისას. შუა კვირაში საჩუქარი ან კომპენსაცია გელით. კვირის ბოლოს კი შერიგება ან რთული პროცესის დარეგულირებაა მოსალოდნელი.
თევზი #3
ნაცნობები სესხს ან დახმარებას გთხოვენ. კვირა დატვირთული იქნება ფინანსური საკითხების გადაწყვეტის საჭიროებებით. ვიღაც თქვენს გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის შეეცდება. მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ.
თევზი #4
კვირა ოჯახური პრობლემებით დაიწყება, თუმცა საქმე მალე დალაგდება რადგან ურთიერთობების გართულება არავის უნდა. შესაბამისად, კონფლიქტს მალევე შეცვლის საერთო სიხარული. მეგობარი ან ახლობელი მამაკაცი შესანიშნავ იდეას მოგაწვდით.
თევზი #5
თქვენი საქმეები ისე ბრწყინვალედ არ წავა, როგორც გეგმავდით, მაგრამ წარმატებას მაინც მიუახლოვდებით. ვიღაცას არც თუ ისე კარგი საქმეების კეთების დროს გამოიჭერთ. ახალი ამბები საკმაოდ მოულოდნელი იქნება.
თევზი #6
წინ ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯები გელით. კვირა გადატვირთული იქნება შეხვედრებით, ვიზიტებითა და კონტაქტებით. გაააქტიურეთ თქვენი კომუნიკაბელურობა.
თევზი #7
წინ მცირედი სიხარული გელით, რომელიც საჩუქრის ან გარკვეული თანხის მიღებას უკავშირდება. თქვენ კეთილგანწყობილი მამაკაცი გაგახარებთ, რომელიც საერთო საქმეს შემოგთავაზებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან