ტესტები

იპოვე შენი თავი

№15

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 27.04

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან ინფორმაციული ტექსტია. არ დაიზაროთ და ცოტაოდენი დრო დაუთმეთ.

აირჩიეთ მხოლოდ ერთი სურათი.

შედეგები:

1. უზრუნველი, მხიარული, მხნე – გიყვართ თავისუფალი, სპონტანური ცხოვრება. ცდილობთ, ცხოვრებისგან ბოლომდე მიიღოთ სიამოვნება. თქვენი დევიზია: „ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს”. თქვენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხართ სიურპრიზებისთვის.

2. დამოუკიდებელი, თავისუფალი – ითხოვთ თავისუფლებას, რაც თქვენი ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. ინდივიდუალისტი ხართ და ბრმად არავის მიბაძავთ, პირიქით, ცდილობთ, იცხოვროთ საკუთარი რწმენის შესაბამისად.

3. დაკვირვებული, მგრძნობიარე – საკმაოდ დამოკიდებული ხართ გარემოზე, სადაც ცხოვრობთ. ვერ იტანთ ზერელე მიდგომას საქმის მიმართ. მეგობრებთან თქვენი ურთიერთობა ძალიან მტკიცეა, რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებთ. იშვიათად ხართ მოწყენილი.

4. მიწაზე მყარად მდგომი, გაწონასწორებული, ჰარმონიული – გაქვთ საკუთარი სტილი, რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენით. ყველა გიცნობთ, როგორც თბილ და ჰუმანურ პიროვნებას. სიმშვიდეს ანიჭებთ ახლოს მყოფ ადამიანებს და ყველა გენდობათ.

5. პროფესიონალი, პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული – ყველა პრობლემას პრაქტიკულად და პრაგმატულად წყვეტთ. ყველამ იცის, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხართ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი, სანამ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევთ.

6. მშვიდი, წინდახედული, არა აგრესიული – ხართ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენთ მეგობრებს, საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა გირჩევნიათ. გიყვართ განცალკევება და ცხოვრების აზრზე ფიქრი. თუმცა, მაინც არ ხართ მარტოსული. სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ.

7. ანალიტიკური, საიმედო – საკუთარ თავში დარწმუნებული. კულტურა განსაკუთრებულ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში. გაქვთ ინდივიდუალური სტილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია.

8. რომანტიკული, მეოცნებე, ემოციური – ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ. არ გსურთ მოვლენების აღქმა ისე, როგორც ყველა დანარჩენი აღიქვამს. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი გრძნობებია. ფიქრობთ, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ოცნება.

9. დინამიკური, აქტიური, ექსტროვერტი – ადვილად შეგიძლიათ გარისკვა. თქვენთვის უცხოა ყოველდღიური რუტინა. გიყვართ მრავალფეროვანი საქმის კეთება და მოგწონთ, როდესაც თქვენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა