ტესტები

ინტუიცია და რეალობა

№37

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 26.09, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

დააკვირდით სურათს და ენდეთ თქვენს წარმოსახვას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაინახავთ პირველად.👇

👉თუ პირველად ღია წიგნი დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები ინტელექტი და ინტუიციაა – თქვენ არა მხოლოდ ჭკვიანი ხართ, არამედ ინტუიციის ნიჭითაც ხართ დაჯილდოებული. ადამიანების უმეტესობა თქვენთვის ღია წიგნივითაა. ძალიან ხშირად მოგმართავენ რჩევის საკითხავად. თქვენ მარტივად უმკლავდებით გამოწვევებსა თუ პრობლემებს. თქვენი ამ თვისებების გამო, ადამიანები ყოველთვის რაღაცას გთხოვენ, ამიტომ, ხშირად გრძნობთ ემოციურ დაღლილობას. აუცილებლად გჭირდებათ სივრცე და გონების დასვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, გადაიწვებით.

👉 თუ პირველად ვარდები დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისება სილამაზის დანახვის უნარია – სიყვარული თქვენი ყველაზე დიდი იარაღია. გაქვთ უნარი, დაინახოთ სხვებისთვის დაფარული სილამაზეც კი. მშვიდი ბუნება გაქვთ. არ გიყვართ ჭორაობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. უნდა ისწავლოთ სიფრთხილე და ცხოვრება რეალურ ფერებში დაინახოთ.

👉თუ პირველად ბუშტები დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისება ოპტიმიზმია – გამოუსწორებელი მეოცნებე ხართ, რომელიც საკუთარ ფიქრებს ვერ აკონტროლებს. მაშინაც კი, თუ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული დღეები გიდგათ, მთელი გულით გჯერათ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდება. თუმცა, ხშირად მეოცნებე გონება გაურკვევლობის განცდასაც გიტოვებთ. სწრაფად იღლებით რუტინული საქმით და ყოველთვის ეძებთ საინტერესო იდეებს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ შრომისმოყვარეობა, რათა საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ.

👉თუ თქვენ პირველად გული დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისებებია სიკეთე და მოსიყვარულე ბუნება – სიყვარულის პოვნა თქვენი უპირველესი მიზანია. გინდათ, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და ამისთვის, ყველაფერს აკეთებთ. თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრ დროს უთმობთ თქვენზე მოკედლებულ ადამიანებს და ძალიან ცოტას ხარჯავთ საკუთარ თავზე. აკეთეთ ისეთი საქმე, რომელიც გაბედნიერებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გამოიფიტებით და ვეღარც სხვების დახმარებას შეძლებთ.

👉თუ პირველად ღიმილიანი სახე დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისება იუმორია – თქვენ ირგვლივ ადამიანები გამუდმებით იცინიან, რადგან იუმორის გრძნობა არასოდეს გღალატობთ. ყოველთვის ხედავთ მოვლენების ნათელ მხარეს და თქვენთან ყოფნა დღესასწაულს ჰგავს. ზოგჯერ დაივიწყეთ, რას ფიქრობენ სხვები და უბრალოდ, იყავით ის ადამიანი, ვინც სინამდვილეში ხართ.

👉თუ პირველად ჰალსტუხი დაინახეთ, თქვენი საუკეთესო თვისებებია დისციპლინა და ერთგულება – უკიდურესად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ხართ, რომელიც არასოდეს გასცემს იმ დაპირებებს, რასაც ვერ შეასრულებს. არ გეშინიათ დაბრკოლებების და გამოწვევების, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივა აქვს. ამიტომ მოუსმინეთ მათ ყოველგვარი განსჯის გარეშე და ისწავლეთ კიდევ უფრო მეტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი