ინტელექტის დონე და ტიპი
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.03

ჩვენი ინტელექტის დონე და ტიპი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ გარემოს, ჩვენს გრძნობებსა და ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.
ყურადღებით დააკვირდით სურათს. ამ ვაშლებიდან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? ნუ აჩქარდებით და პასუხის გაცემამდე თქვენს ქვეცნობიერს მოუსმინეთ. მერე კი შედეგები ნახეთ.
ვაშლი #1
ინტელექტის საკმაოდ მაღალი დონე გაქვთ. მუდამ ახლის ძიებაში ხართ და ცდილობთ თვალსაწიერის გაფართოებას. გყოფნით სიბრძნე, რომ კარგი ცუდისგან განასხვავოთ. პატიოსანი ხართ და აფასებთ სამართლიანობას. ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი ღირსებას გმატებთ და საშუალებას გაძლევთ, ღრმა და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ააგოთ.
ვაშლი #2
ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი გაქვთ. გახასიათებთ თანმიმდევრული ქმედებები, რაც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს უნარი პრობლემების გადაჭრასა და საუკეთესო გადაწყვეტილებების პოვნაში გეხმარებათ. ადვილად შეგიძლიათ, რთულ სიტუაციებთან გამკლავება.
ვაშლი #3
ლოგიკა თქვენი ძლიერი მხარეა. შეგიძლიათ, საკუთარ გარემოცვაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაადგინოთ. თქვენს აზროვნებას წესრიგი და თანმიმდევრულობა ახასიათებს. იცით, როგორ მოაწესრიგოთ საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა მხარე, რაც საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა სიტუაციაში პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღოთ და პრობლემები ადვილად გადაჭრათ.
ვაშლი #4
ძლიერი ინტუიციური და ემოციური ინტელექტი გაქვთ. სოციალურ სფეროში სწრაფად ორიენტირება და ადამიანებს შორის ურთიერთობების გარკვევა შეგიძლიათ. ეს უნარი საშუალებას გაძლევთ, ადვილად აღიქვათ სხვისი ემოციები და მრავალფეროვან სოციალურ დინამიკას მოერგოთ, რაც ხელს გიწყობთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან