ტესტები

გემუქრებათ თუ არა მარტოობა

№27

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 16.07

ტესტი
დაკოპირებულია

თანამედროვე მსოფლიოში მარტოობა იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცა, რომ ბრიტანეთში მარტოობასთან ბრძოლის სამინისტროც კი შექმნეს.

ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, გემუქრებათ თუ არა მარტოობა. ამისთვის საკმარისია, დახედოთ სურათს და ოთხი ყაყაჩოდან ერთ-ერთი აირჩიოთ.

1 – თქვენ დაბადებიდან ხალისიანი და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი ხართ. არც ახლა და არც მომავალში მარტოობა არ გემუქრებათ. იცით, როგორ გაახალისოთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები. გადარჩენის ძლიერი ინსტინქტი და პოზიტიური განწყობა საშუალებას გაძლევთ, გვირაბის ბოლოს შუქი დაინახოთ. მუდმივი ურთიერთობა გაქვთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თქვენ ირგვლივ ყოველთვის ბევრი ადამიანია, რომლებიც მარტო ყოფნისა და მარტოობის საშუალებას არ გაძლევენ.

2 – ბუნებით ძლიერი ადამიანი ხართ, რკინის ნებისყოფა გაქვთ და არაფრის გეშინიათ, თუმცა, უკვე დაღლილობას გრძნობთ და გვერდით ადამიანის ყოფნაზე ოცნებობთ. შესაძლოა, უახლოეს ხანებში ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. არ ინერვიულოთ, თქვენი ცხოვრება აუცილებლად თბილი და ხალისიანი იქნება. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგიცავთ და თქვენი საყრდენი გახდება.

3 – კარგად გესმით, რომ მარტოხელობა მარტო ყოფნას არ ნიშნავს. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იქნება: ბედნიერი ქორწინება, შვილები და შვილიშვილები... მშვენივრად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები და შეგიძლიათ, უზრუნველ სიბერეზე იზრუნოთ, გაიჩინეთ ჰობი ან იმოგზაურეთ. პატივსაცემ ასაკში თქვენი ახალი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება სავსე.

4 – ბუნებით დამოუკიდებელი, თვითკმარი და ჩაკეტილი ადამიანი ხართ. სავარაუდოდ, თქვენი დარჩენილი ცხოვრება მარტოობისთვისაა განწირული. გძულთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ და თავს ყველაზე კომფორტულად მარტოობის დროს გრძნობთ. არ მოგწონთ, როდესაც ვინმე ან რამე თქვენი ცხოვრების წესს ემუქრება, ამიტომ საკუთარ სამყაროში უცხო ადამიანების შეშვება გიჭირთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...