ტესტები

გამოიცანით ხასიათი

№51

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 02.01, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

როგორი ვარცხნილობა აქვს მამაკაცს, შესაძლოა, ხასიათიც ისეთივე ჰქონდეს, ანუ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიცნოთ კაცის ხასიათის ნიუანსები მისი თმის სტილის მიხედვით. მაშ ასე, ყურადღებით ჩაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა.

✔️გრძელი თმა - გრძელთმიანი მამაკაცები საპირისპირო სქესის ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. გრძელი თმა მათ შემოქმედებით ბუნებაზე მეტყველებს. აქვთ წარმოსახვისა და ფანტაზიის კარგი უნარი. გრძელთმიანი მამაკაცები ქალებს მოსწონთ, მთავარია, მათ შამპუნთან იმეგობრონ.

✔️მოკლედ შეჭრილი, ძალიან დათხელებული თმა ყურებთან და კისრის არეში – ამ ვარცხნილობას ნამდვილი მაჩოები ირჩევენ. ასეთი ვარცხნილობა მიუთითებს, რომ მამაკაცი ძალიან ეჭვიანია. მსგავსი ვარცხნილობის კაცები საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობენ. როგორც წესი, მათ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.

✔️არანაირი თმა ან მელოტი – ზოგჯერ მამაკაცს ბუნებრივად სცვივა თმა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მას თავიანთი სურვილით არ იჩერებენ თავზე. მელოტი მამაკაცები ინტელექტუალები და შორსმჭვრეტელები არიან. ისინი, ძირითადად, სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. და რაც მთავარია, ძალიან სანდო ადამიანები არიან.

✔️საშუალო სიგრძის თმა – ასეთ ვარცხნილობას ძალიან შრომისმოყვარე კაცები ირჩევენ, რომლებსაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ მიზნისკენ სწრაფვა. ასეთ მამაკაცს არ ადარდებს გარშემო მყოფთა აზრი და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცხოვრობს.

✔️გვერდზე გაყოფილი, საშუალო სიგრძის თმა – მსგავსი ვარცხნილობა მამაკაცის რომანტიკულ ბუნებაზე მიუთითებს. როცა ასეთი ვარცხნილობის მქონე მამაკაცს უყურებთ, აუცილებლად იფიქრებთ, თუ რა კარგი იქნებოდა, რომ ამ მომხიბვლელი კაცის გვერდით ყოფილიყავით. ძალიან კომუნიკაბელურები და მოწესრიგებულები არიან, რაც ძალიან ხიბლავთ ქალებს.

✔️თავზე კიკინა – ასეთ თავდაჯერებულ მამაკაცს სხვას ვერ ნახავთ. მას არ ეშინია კრიტიკის. პატივს სცემს ხელოვნებას და თავადაც დაჯილდოებულია შემოქმედებითი უნარებით. საერთო ჯამში, საინტერესო კაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი